სივრცე ოცნებებისთვის

22 წლის რეზიკო ყურშუბაძე მსახიობობაზე ოცნებობს. იგი ბათუმის 26–ე საჯარო სკოლაში სწავლობს, მე–11 კლასშია და პარალელურად ძერწვას, ხატავს და სამსახიობო ხელოვნებას ეუფლება. სივრცე, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებს მისთვის სიმშვიდესთან და ბედნიერებასთან ასოცირდება.

26-ე სკოლაში სულ 419 ბავშვი სწავლობს და იგი 12-დან ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ინტეგრირებულ კლასებში სწავლობენ.

სკოლაში შექმნილია სივრცე, სადაც მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო, ხატვის, ბატიკის და მსახიობის ოსტატობის შემსწავლელი ჯგუფები. მოსწავლეებს ხშირად აქვთ გამოფენები და გასტროლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

რეზიკო სურს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ მსახიობობა გააგრძელოს და მომავალში „დიდ სცენაზე” გამოსვლის იმედი აქვს.