იმ დროისთვის, როდესაც მატარებელი სოფლის სადგურს მიადგება, კონსტანტინე ერგემლიძე უკვე გათანგულია - ყოველდღიური ექვს საათიანი მგზავრობა, ხშირად, მისი ერთადერთი გამოსავალია. 1950-ანი წლებიდან ელექტრომატარებელი, რომელიც სოფლის მაცხოვრებლებისთვის გადაადგილების ხელმისაწვდომი საშუალებაა, თბილისიდან ცხინვალის მიმართულებით მოძრაობდა. ცხინვალი ნიქოზიდან 3.3 კილომეტრით არის დაშორებული, მაგრამ 1992 წლის კონფლიქტის შემდეგ, ნიქოზის ადმინისტრაციული საზღვარი მატარებლის ბოლო გაჩერებაა. ოთხვაგონიანი ელექტრომატარებელი ზოზინით მიუყვება სარკინიგზო ერთლიანდაგიან მაგისტრალს. ნიქოზიდან თბილისამდე 114 კილომეტრია. ყოველ დღე 67 წლის კონსტანტინე ვაშლის გასაყიდად სხვა ფერმერებთან ერთად დედაქალაქში მიემგზავრება. მატარებელი გამთენიისას გადის და სოფელში მზის ჩასვლისას ბრუნდება. ვაშლები და ექსვ საათიანი გზა კონსტანტინეს ცხოვრების ძირითადი ნაწილია, ელექტრომატარებელი კი მისი მეორე სახლი.
ავტორები
კონსტანტინე კომახიძე
ავტორის ისტორიები
ბოლო გაჩერება - ნიქოზი
ზვავსაშიშროების გამო, 2008 წელს, მალხაზ მგელაძე მაღალმთიანი აჭარიდან, კერძოდ კი ხულოს რაიონის სოფელ აგარადან ქვემო ქართლში გადასახლდა. მალხაზი 24 წლის იყო, როდესაც სოფელ თრიალეთში გადავიდა საცხოვრებლად. თრიალეთი, სადაც ამჟამად 500 ადამიანი ცხოვრობს მრავალეთნიკური სოფელია. აღსანიშნავია, რომ სოფელში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა უმცირესობას წარმოადგენს.
თრიალეთი - ერთი სოფელი, სამი სარწმუნოება
23 წლის მასწავლებელს, ირა ძირკვაძეს, რომელიც წალკის რაიონული ცენტრიდან ოცი კილომეტრით დაშორებულ სოფელ გუმბათში ცხოვრობს და ადგილობრივ სკოლაში ინგლისურს და ქართულს ასწავლის, მტკიცედ სჯერა რომ მას მართალია შეუძლია სხვაგან წასვლა, მაგრამ სხვა არ მოვა სოფელში მისი საქმის გასაკეთებლად.
გოგონა მზის ჩასვლის მხარიდან
მიშოს და დავითის მეგობრობა საერთო ბედმა განაპირობა. 25 წლის მიშო სულთანოვი და 24 წლის დავით პაპუნაშვილი, სანამ ბედიანის ბავშვთა ცენტრში მოხვდებოდნენ, ძეგვის ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობდნენ. ძეგვის ბავშვთა თავშესაფრის - დიდი, ინსტიტუციონალიზებული სისტემიდან წამოსვლის შემდეგ, ბედიანის ოჯახური ტიპის გარემო მათთვის ნამდვილ სახლად გადაიქცა
ერთ ბედსქვეშ, ბედიანში
ჩვენი ფილმის გმირი 46 წლის არის და ბედიანის საავადმყოფოს არაიზოლირებულ, დერეფნული სისტემის გრძელ ოთახს 40-მდე სხვა პაციენტთან იყოფს. თამბაქოს სუნით გაჟღენთილ ოთახში, შეყვითლებულ საქაღალდეში ის ჩინელი პოეტის დუ ფუს ლექსებსა და რამდენიმე ცარიელ ფურცელს ინახავს ხატვისთვის. მისი შიში სწორედ ხატვას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად კი, პორტრეტის შექმნას. სჯერა, რომ თუ ოდესმე საკუთარი პორტრეტის დახატვა შეძლო, ესე იგი, ყველაფერი კარგადაა. ამისთვის ის ემზადება. შტრიხების გამოყვანაში ვარჯიშობს და ძალიან ცდილობს ამ შიშზე გაიმარჯვოს.