გოგონა მზის ჩასვლის მხარიდან

23 წლის მასწავლებელი  ირა ძირკვაძე წალკის რაიონული ცენტრიდან ოცი კილომეტრით დაშორებულ სოფელ გუმბათში  ცხოვრობს და ადგილობრივ სკოლაში ინგლისურს და ქართულს ასწავლის.

ახლანდელი გუმბათის ტერიტორიაზე ძველად ქართველები ცხოვრობდნენ და ეს ქართული სოფელი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში  სოფელი დაიცალა და გაპარტახდა.

1828-1829 წლებში თურქეთიდან ჩამოსახლებულმა ბერძნებმა სოფელი ხელმეორედ გააშენეს და სახელი  ,,გიუმბათიც”, ერთ-ერთი ვერსიით სწორედ თურქული დიალექტის მიხედვით ეწოდა, რაც ქართულად ნიშნავს მზის ჩასვლას.

1990-იან წლებში მიგრაციული პროცესების გააქტიურებასთან ერთად სოფელი ახლა ბერძენი მოსახლეობისგან დაიცალა,  სახელმიწიფომ კი აქ აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან ეკომიგრანტი ახალმოსახლეები ჩაასახლა და სოფელმა კიდევ ერთხელ ახალი სიცოცხლით განაგრძო არსებობა.

დღეს სოფლის უმრავლესობას აჭარელი ეკომიგრანტი მოსახლეობა შეადგენს. აქ სულ 140 ოჯახი ცხოვრობს  და მათ შორის, ოთხი ბერძნული ოჯახია, ძირითადად ხანდაზმულები. ეკომიგრანტები აქ 1998 წლის ბოლოს ჩასახლდნენ და წელს ოცი წელი სრულდება ახალმოსახლეობიდან.

დროის გასვლასთან ერთად გუმბათში სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ რიგი საყოფაცხოვრებო პრობლემებისა,  კვლავაც მოუგვარებელი დარჩა. იას მტკიცედ სჯერა რომ მას მართალია შეუძლია სხვაგან წასვლა, მაგრამ სხვა არ მოვა  სოფელში მისი საქმის გასაკეთებლად.


გზაზე, დეკემბერი/იანვარი 2018/2019