სასაცილოა, როგორ ქრება ყველაფერი

ავტორი: მანო სვანიძე
13.03.21
გამოცემა: სიბერე

პანდემიით გამოწვეულმა შეცვლილმა რეალობამ ადამიანებს ფიქრისა და გადაფასების პროცესისკენ უბიძგა. თითქოს უკეთ გავიაზრეთ როგორ ფუნქციონირებს დღევანდელ სამყაროში საზოგადოება. როგორ ვექცევით ერთმანეთს, განსაკუთრებით კი ჩაგრულ და დაუცველ ჯგუფებს, მათ შორის, ხანდაზმულებს.

სოციალურმა იზოლაციამ და მარტოობამ, რასაც ხანშიშესული ადამიანები რეგულაციების გამო განიცდიდნენ, ასაკზე კიდევ უფრო მძაფრად დაგვაფიქრა. ბევრ ახალგაზრდაში შიშიც გააღვივა. რას ნიშნავს და რა ახლავს თან დღევანდელ საზოგადოებაში დაბერებას?

ამ ფოტო-პროექტით ახალგაზრდების შიშების აღბეჭდვა მინდა. იმის ჩვენებაც, როგორ ვექცევით დღეს მოხუცებს. ბევრ ახალგაზრდას უჭირს იმის წარმოდგენა, როგორები იქნებიან სიბერეში. მომავლის ვიზუალიზაციის მიზნით მათი პორტრეტები  გადავიღე და აპლიკაცია Faceapp-ის დახმარებით ისინი “დავაბერე”. ეს პროგრამა ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და ადამიანის სახეს ცვლის.

მინდოდა ამ პორტრეტებისთვის ისე შეეხედათ, თითქოს საკუთარ თავს ძველ საოჯახო ალბომში ათვალიერებდნენ. ყველა ფოტო, ძველმოდური მეთოდის, კოლოდიური პროცესის ვიზუალითაა ნაჩვენები, რითიც ვცადე  წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის კავშირები გამეჩინა. ჩემს ყველა რესპონდენტს ვკითხე,  როგორი სიბერე წარმოუდგენიათ, როგორი მომავალი ექნებათ და სიბერის მოახლოებასთან ერთად, ყველაზე მეტად რისი ეშინიათ?

მათი მომავლის პორტრეტებისა და ციტატების გაერთიანებით ვეცადე მეჩვენებინა რა შეხედულებებსა და დამოკიდებულებებს ირეკლავს სიბერე ჩვენს დღევანდელ საზოგადოებაში.

 

ანაი, 26

დავითი, 26

მაჯა, 34

რატი, 25

ინგა, 35

ლევანი, 26

თამარა, 27

თომა, 29

ხატია, 28

ბელა, 32

მანო, 29

ფრედი, 36

თეო, 29

გიორგი, 31

მარიამი, 28


სტატია მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს. 
 
გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია