ეს ფოტოისტორიები საქართველოში მცხოვრებ ებრაელებზე გვიყვება. 30 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში 24 800 ებრაელი ცხოვრობდა, დღეს მათგან დაახლოებით 4000-მდეა დარჩენილი. მათი პორტრეტები ებრაული თემის მრავალფეროვნებაზე მიანიშნებს. ისინი ცხოვრების წესით, რელიგიის მიმართ დამოკიდებულებით, წარსულით და გამოცდილებით ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მიუხედავად ამისა, ისინი ერთად ქმნიან და ავითარებენ ქართულ-ებრაული ურთიერთობის უნიკალურ ისტორიას.
ავტორები
მანო სვანიძე
ავტორის ისტორიები
ქართველი ებრაელების პორტრეტები
რას ნიშნავს და რა ახლავს თან დღევანდელ საზოგადოებაში დაბერებას? ამ ფოტო-პროექტით ახალგაზრდების შიშების აღბეჭდვა მინდა. იმის ჩვენებაც, როგორ ვექცევით დღეს მოხუცებს.
სასაცილოა, როგორ ქრება ყველაფერი
ეს ჩემი მიმდინარე პროექტია, რომელიც ონლაინ სივრცეში პარტნიორის პოვნასთან დაკავშირებულ მტკივნეულ გამოცდილებას ეძღვნება. მას “გოსთინგს” ვეძახით.
ის, რაც მოვიპარე
ეს ამბავი არის მეგობრობაზე, მოგონებებზე, დამტვრეულ სტერეოტიპებზე და ამ ნამსხვრევებში ნაპოვნ ახალ მეგობრებზე. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შედეგად ბევრ ადამიანს მოუხდა სახლის დატოვება. მეგობრებთან კონტაქტი დროთა განმავლობაში ნელ-ნელა შემცირდა და შემდეგ სულ გაქრა. დღეს ქართველ, აფხაზ და ოს ახალგაზრდებს შორის კომუნიკაცია თითქმის არ არის. თუმცა არსებობს მეგობრობის რამდენიმე ამბავი, რომელიც პოზიტიური ცვლილებების იმედს გვაძლევს.
დაკონსერვებული მეგობრობა
საქართველოში არსებობს „კაცად კურთხევის“ ფართოდ გავრცელებული ჩვეულება, როდესაც უფროსი კაცები, ოჯახის წევრები, ახლობლები ან მეგობრები, გადაწყვეტენ, რომ მოზარდი მზად არის იწოდებოდეს კაცად, გეგმავენ სექს-მუშაკთან მის ვიზიტს. ეს მოვლენა იმდენად მნიშვნელოვანი და პრესტიჟულია მოზარდი ბიჭებისთვის, რომ ხშირად სექს-მუშაკთან საკუთარი ინიციატივით, პირდაპირი დაძალების გარეშეც მიდიან. თუმცა ბიჭების გამოცდილებები ხშირად ერთმანეთს საერთოდ არ ემთხვევა.
კაცად კურთხევა
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ახალმა სამგორმა იზარალა. სოფლის 1,850 მოსახლეს სუფთა წყალი არ მიეწოდება. მათი უმეტესობა წყალს ყიდულობს, თუკი ამის შესაძლებლობა აქვს. სასმელი წყლის არქონასთან ერთად, მოსახლეობას სოფელთან არსებული ნაგავსაყრელით გამოწვეულ პრობლემებთან უწევს გამკლავება.
როცა ქარი ქრის
ოჯახის ცნება წმინდაა საქართველოში და რთულია იმის გაგება ვინმეს ოჯახის დატოვება ცალკე ცხოვრების მიზნით უნდოდეს. ამასთან ერთად, სანამ ახალგაზრდა საკუთარ ოჯახს არ შექმნის, არავის ხედავს ცალკე ცხოვრების აუცილებლობას. საბჭოთა კავშირში პირადი სივრცე არ არსებობდა. შესაბამისად თაობას, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს გაიზადა პირადი სივრცის აუცილებლობა არ ესმის.
პირადი სივრცის ძიებაში
ქართულ სალიტერატურო სივრცეში დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდნენ კაცი ავტორები. დღესაც კი, ეროვნული სასწავლო პროგრამის სავალდებულო საკითხავთა ჩამონათვალში, 26 მწერლიდან მხოლოდ ერთია ქალი - მეოცე საუკუნის პოეტი ანა კალანდაძე. თამთა მელაშვილს კარგად ახსოვს თუ როგორ უყვებოდა მეგობარი ეკატერინე გაბაშვილის პორტრეტზე, რომელიც მის საკლასო ოთახში ეკიდა.
ომის ქალური სახე
რაჯის მსგავსად მსოფლიოს მასშტაბით ბევრი სტუდენტი მიდის საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად. Unesco-ს მონაცემების მიხედვით, ბოლო რვა წლის განმავლობაში საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა მსოფლიოში 80%-ით გაიზარდა. 2015 წელს კი - 4.1 მილიონით. საქართველო გამონაკლისი არ არის. თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით სტუდენტებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დღესდღეობით საქართველოში 10,000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. მათგან ყველაზე მეტნი ინდოელები არიან (დაახლოებით 4,000), რომელთა უმეტესობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია.
დელიდან დელისამდე
სოციალური ნორმები ხშირად განსაზღვრავს ქალისა და კაცის ქცევას, რა უნდა გააკეთონ ან არ უნდა გააკეთონ, როგორ უნდა მოიქცნენ ან არ მოიქცნენ, ისაუბრონ ან არ ისაუბრონ, იმოძრაონ ან არ იმოძრაონ, ჩაიცვან ან არ ჩაიცვან. ბიჭებს, რომლებიც იზრდებიან, ასწავლიან, რომ ძლიერები უნდა იყვნენ და არასოდეს იტირონ; დასცინიან, თუ რომელიმეს ვარდისფერი უფრო მოსწონს, ვიდრე ლურჯი, ან მანქანებს თოჯინები ურჩევნია; არწმუნებენ, რომ კაცებს საკუთარ პრობლემებზე საუბარი არ შეჰფერით. მაგრამ რა უნდა ქნა, თუ მშობელი მოგიკვდა და ცრემლებს ვერ იკავებ, ან ვარდისფერი შენი საყვარელი ფერია, ანდა შენს პრობლემებზე საუბარი მათთან გამკლავებაში გეხმარება? საზოგადოება ძალიან კრიტიკულია და ნებისმიერი საქციელი, რომელიც მათ მიერ დაწესებულ ნორმებში არ ჯდება, მიდის რეპლიკებამდე: „ქალივით ნუ იქცევი“, „კაცურად მოიქეცი!“; და ეჭვებამდე, რომლებიც პიროვნების სექსუალურ ორიენტაციას უკავშირდება. მანო სვანიძის კოლაჟი აერთიანებს ფოტოებს, რომლებიც უკომენტაროდ წარმოაჩენს ამ დაპირისპირებას – კაცები, რომლებსაც ყოველდღიური, „კაცური“ ტანსაცმელი აცვიათ, გვერდით უსხედან საკუთარ თავებს, რომლებიც „ქალურ“ სტილში არიან გამოწყობილნი. „პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე“, – გვიყვება თბილისელი ფოტოგრაფი, – „ქუჩაში გამვლელებს ამ ფოტოების მხოლოდ ცალი მხარე ვაჩვენე და ვკითხე, როგორ აღწერდნენ კადრებზე აღბეჭდილ ადამიანებს. ყოველდღიურ ტანსაცმელში გამოწყობილი კაცები უმეტესობისთვის „სტუდენტები“, „კაი ტიპები“, „სიმპათიურები“, „ნაკითხები“, „თავდაჯერებულები“, „ჭკვიანები“, „შეუხედავები“ ან „მაჩოები“ იყვნენ... როცა მეორე ნაწილი ვაჩვენე, 50-დან 40-მა გამვლელმა ერთი კომენტარი გააკეთა: „გეი! სვანიძის ფოტოპროექტი ეხმაურება ღრმად ფესვგადგმულ სტერეოტიპებს და წარმოაჩენს, რა არის ხალხისთვის „ჩვეულებრივი“ და „არაჩვეულებრივი“.
ის ვართ, რაც გვაცვია?
ერთი წლის წინ, მანქანა დამეჯახა. სწორედ ამ დროს ჩემთვის კომფორტის ზონად სატელევიზიო შოუების ყურება იქცა, ეს თითქოს ჩემს ნამდვილ მდგომარეობას მავიწყებდა, რომლისაც ძალიან მეშინოდა. რეალობის შიში დამოკიდებულის შიშმა ჩაანაცვლა, თითქოს ვკარგავდი აღქმის უნარს რა იყო რეალობა და რა გამოგონილი.
“საცდელი”
პროექტი „ლურჯი სევდა“ დისტოპიურ მომავალზეა, სადაც ადამიანები იზოლაციაში ცხოვრობენ და ნებისმიერი სახის სოციალური ინტერაქცია მკაცრად აკრძალულია. მოგონებები ერთადერთი ადგილია, სადაც ფიზიკური შეხება ჯერ კიდევ ნებადართულია. პროექტის იდეა კორონა ვირუსთან დაკავშირებულმა მიმდინარე პანდემიამ შთამაგონა. ვირუსი უკვე 190 ქვეყანაშია დაფიქსირებული და 20 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ლურჯი სევდა
"იცით, რა ადვილად ცნობს ხალხს ნიღბებში? ზოგიერთი ნიღბის გარეშე არც კი უნახავს. ეს მდგომარეობა ძალიან ბუნებრივია მისთვის. ლიზასთვის მაინც უცხოა, ვერ შეეჩვია.”
კოვიდს სამუდამოდ ვერ დავემალებით
ეს ამბავი არის ორ ოციოდე წლის ქალზე—მწერალსა და სექს მუშაკზე. ერთი ლიტერატურითაა გატაცებული, მეორე, კი კულინარიით. ერთი თავისი პირველი რომანის გამოქვეყნებაზე ოცნობებს, მეორე—მოხუცთა თავშესაფრის გახსნაზე.