გამქრალი ტბის ნაპირზე

19.04.21
ორი ახალგაზრდა ქალი დედაქალაქიდან პატარა, მიტოვებულ სოფელში გადადის საცხოვრებლად და სრულიად უცხო გარემოში უკეთესი მომავლის კონტურებს სახავს.
 
კუმისის ტბის პირას, ძველი  საბჭოთა აგარაკების დასახლებაში, უცხო ადამიანები ჩნდებიან.  სალომე და ნინო, პანდემიის დასაწყისში,  ახალ კუმისში გადადიან საცხოვრებლად და მიტოვებული სოფლის გამოცოცხლებას ისახავენ მიზნად. ფილმი მათ მოგზაურობაზე გვიყვება და ამავე დროს, გვაჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს ახალი პოსტ-კოვიდური სამყარო.