ქალაქის ეკრანი

12 min.

ქალაქის ეკრანი

18.08.21

რაიონის კულტურული ცხოვრების მემორიალად ქცეული სოფლის კინოთეატრი

 

მარტვილთან ახლოს, სოფელ ნაგვაზაოს მიტოვებული დიდი კინოდარბაზის სცენა მაყურებლის 400 ცარიელ სკამს უყურებს. 

ეს შთამბეჭდავი შენობა რაიონის კულტურული ცხოვრების მემორიალად იქცა. 

მას შემდეგ ამ სცენის მთავარი გმირი ნატოა. ნატომ კულტურის სახლში მუშაობა 30 წლის წინ დაიწყო და ახლაც აქ მუშაობს მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი, რასაც ის აკეთებდა, გაუქმდა.