"თითქოს ყველანი ერთი თამაშის მონაწილეები ვიყავით"

ფოტოგრაფი: ვაღინაკ ღაზარიან

09.11.21

Chai Khana აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ახალგაზრდა ფოტოგრაფებს დაუკავშირდა და სთხოვა, პანდემიის პირობებში დედობის გამოცდილებაზე ქალების პორტრეტები მოემზადებინათგვაინტერესებდა იზოლაციის გავლენა ურთიერთობებზე, შეიცვალა თუ არა მათი, როგორც მშობლების იდენტობა. რა იყო მთავარი გამოწვევა, რა აღმოაჩინეს, რა გადააფასეს.

შედეგად, ძალიან პირადი და გულწრფელი პორტრეტები შეიქმნა. დავინახეთ, რას ნიშნავს დედობა ამ რთულ დროს, როგორი გავლენა ჰქონდა ოცთვიან შეცვლილ რეალობას მათსა და შვილების ურთიერთობაზე.

ზოგიერთისთვის ეს შვილებისგან, ან მშობლებისგან განცალკევებას ნიშნავდა, მხარდაჭერის დაკარგვას მათგან, ვისი იმედიც ყოველთვის ჰქონდათ; ზოგიერთისთვის იზოლაციის შიში ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ შფოთისა და დეპრესიის რისკები გაჩნდა. იღბლიანებიც ვიპოვეთტრანსპორტით გადაადგილებაზე რეგულაციებმა ზოგიერთი ცხოვრების რიტმზე დააფიქრა და ნამდვილი მშობლობა ყოველგვარი გარე გამღიზიანებლის გარეშე გამოაცდევინა


ფირუზა ხალაფიანი, 38, ჰაკობი, 38, ლაურა, 86, კარპისი, 7, გაბრიელი, 4


ფოტოგრაფ ფირუზა ხალაფიანს, ძირითადად, მარტოს მოუწია შვილის გაზრდა. მისი ქმარი ჰაკობი, ლოქდაუნის დროს, სულ მუშაობდა.

ძალიან რთული იყო. ჩემი უფროსი შვილი პირველად წავიდა სკოლაში და იმის ნაცვლად, რომ ახალი თავგადასავლები გამოეცადა, ჩავიკეტეთ. იზოლაცია ოჯახის ყველა წევრისთვის დიდი გამოწვევა იყო. როცა დასრულდა, მივხვდი, რომ ჩვენს ხელში არ არის ამ მოულოდნელი სიტუაციების მართვა და უნდა ვეცადოთ, ეს დაძაბულობა რამენაირად მოვიხსნათ. უნცაურია, მაგრამ თითქოს ხაფანგში გავებით, როცა სახლში შვილებთან ერთად, ჩვენივე შექმნილი ნივთების გარემოცვაში მარტო დავრჩითღრმა დეპრესიაში ჩავვარდით, რაც დღეს ცოტა სასაცილოდ მეჩვენება.

“სხვა ამბავია, როცა პრობლემის შესახებ საერთაშორისო პრესიდან იგებ და სულ სხვა განცდაა, როცა ეს პრობლემა შენს ქალაქამდეც აღწევს. იზოლაციის დროს, როცა წვიმდა, გაბრიელი და კარპისი დაიჭერდნენ ხოლმე ქოლგებს, თავიანთ რეზინის ბოტებს ჩაიცვამდნენ და აივანზე გადიოდნენ. გაყოფდნენ თავებს ქოლგიდან და სველდებოდნენ, თითქოს ეზოში იყვნენ და თამაშობდნენ.

მე და ჩემი ქმარი ერთი კვირა ვიყავით სახლში. მერე ის სამსახურში გავიდა. მე სულ მარტო დავრჩი ბავშვებთან. კოვიდზე უცნაური გრძნობა გამიჩნდა. გეგონება, რაღაც ფალსიფიცირებული, გაყალბებული წარმონაქმნი იყო, რომელსაც ჯერ კიდევ არ მიუღია დასრულებული ფორმა. პლასტმასის ნარჩენებს მაგონებდა, რომლებიც ბუნებას ვერ შეერწყნენ. შესაბამისად, მაქვს განცდა, რომ არც ეს ვირუსი გაუჩინარდება მალე და ვერც ადამიანს შეერწყმება

თავს მშვიდად მხოლოდ სამზარეულოში ვგრძნობდი. ცოტა უცნაურია, აქამდე ასე არასოდეს ყოფილაიზოლაციაში ამ ოთახის ფანჯარა განსაკუთრებით მომწონდა.

ამ პერიოდში ძალიან ბევრი ყავის სმა დავიწყე. არადა, ვირუსის გავრცელებამდე, დღეში მხოლოდ ერთ ჭიქას თუ დავლევდი. დღიურის წერა დავიწყე, დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს ვყვებოდი. მანამდე არასოდეს გამიკეთებია. ფოტოგრაფები ყოველთვის სხვებს ვუღებთ ფოტოებს, მაგრამ საკუთარ თავს არასოდეს ვსწავლობთ. არ ვიკვლევთ სივრცეს, სადაც ვარსებობთ. პანდემიის დროს, ჩემი სახლის, ჩემი ოჯახის, საკუთარი თავის შესწავლა დავიწყე. ყველაფრის აღბეჭვდა და დოკუმენტირება, ალბათ, ერთ-ერთი გზა იყო რთულ სიტუაციასთან გასამკლავებლად. ვიფიქრე, ბავშვები გაიზრდებიან და ამ დღეების ამსახველი ძალიან კარგი ვიზუალური არქივი ექნებათ-მეთქი.

ყველაზე რთული, ალბათ, მაინც ის იყო, რომ ამ ვირუსის პროგნოზირება არ შეგვეძლო. ვერ ვაკონტროლებდით რა სირთულეებს იწვევდა, ან როგორ მიმდინარეობდა. შეიძლება კარგად ყოფილიყავი და უცებ დამძიმებულიყავი.

თითქოს, რაღაც თამაშში ვმონაწილეობდით და წესები არ ვიცოდით.”


ლუსინე მიკირტიჩიანი, 39, ვარდანი, 42, ანი, 10, ვანი, 7, ნუშაკი, 4.


 

ლუსინემ და მისმა ოჯახმა იზოლაციის დღეები თავიანთ საოჯახო სასტუმროში დაიწყეს. სასტუმრო საკურორტო ქალაქშია, ცახკაძორში, რომელიც დედაქალაქიდან, დაახლოებით, 50 კილომეტრის სავალზეა. საოცრად ლამაზი ბუნებაა იქ და ნამდვილი სამოთხეა ოჯახთან ერთად დასასვენებლად. როგორც კი მათ ბავშვებთან ერთად ერევანში დაბრუნება მოუწიათყველაფერი გართულდა.

თავიდან ჩვენს სასტუმროში ვიყავით, იქ ჩვენ გარდა არავინ იყო. პანდემიამდე, ჩემი დატვირთული სამუშაო რეჟიმი და ცხოვრების წესი არ მაძლევდა საშუალებას ბავშვებთან ბევრი დრო გამეტარებინა. კოვიდმა თითქოს შეგვახსენა, რომ ჩვენ გარშემო ადამიანები არიან, რომლებსაც მოუცლელობის გამო, ხშირად ყურადღებას ვერ ვაქცევთ. სიმარტოვე არ მიგრძვნია. თავისუფლების რაღაც საოცარი განცდა იყორომელიც მანამდე არ გამომიცდია

მერე შეიცვალა სიტუაცია. 2020 წლის 21 სექტემბერს მთელი ოჯახი ავად გავხდით. სკოლები დაიკეტა, და მალევე, 27 სექტემბერს, ომიც დაიწყო. საშინელება იყო. ჩემმა ქმარმა საჭმელი მოგვიტანა და კარებში გაჩერდა, შიგნით აღარც შემოსულა. სხვა ქალაქში მუშაობდა. ჩვენი სასტუმრო ცახკაძორში მაშინვე თავშესაფრად ვაქციეთ იმ მოხუცებისთვის, რომლებსაც არცახის (ყარაბაღი) დატოვება უწევდათ. ცდილობდა ვირუსი არ შეხვედროდა, რომ მერე ისინიც არ დაეინფიცირებინა.

ჩემი ენერგია გამოილია, ძალა აღარ მქონდა. სამ შვილს ვუვლიდი, თან ონლაინ ვმუშაობდი და პარალელურად, სახლის საქმესაც ვაკეთებდი. პნევმონია დამემართა.  

ცახკაძორში, ღამე რომ დავწვებოდით, სპექტაკლებს ვდგამდით ხოლმე, ვთამაშობდით. ერევანში რაც გადმოვედით, გამოვიკეტეთ. მხოლოდ ბავშვების ჩხუბის და კინკლაობის ხმა მესმოდა; ან მულთფილმს უყურებდნენ, ან ონლაინ გაკვეთილებს ესწრებოდნენ.


ლუსინე გევონდიანი, 41, Monika, 8


ლუსინე მარტოხელა დედაა. როცა ტესტის პასუხმა  კოვიდ დადებითი უჩვენა, ისეთი რამ უნდა მოეფიქრებინა, რომ ბავშვიც უსაფრთხოდ ყოლოდა და საკუთარ თავზეც ეზრუნა.

“2021 წლის 16 სექტემბერს ტესტზე დადებითი პასუხი მოვიდა. 13 სექტემბრიდან გაციებული ვიყავი, მაგრამ არც მიფიქრია, რომ კოვიდი იქნებოდა. ძალიან იშვიათად ვხდები ავად, თერმომეტრიც კი არ მაქვს სახლში. იზოლაციის პირველმა დღეებმა შიშები გამიღვიძა; სულ იმაზე მეფიქრებოდა, როგორ ვიცხოვრებდით. ისეთ საჭმელს ვყიდულობდი, რომლის ჭამაც არ მინდოდა, მაგრამ თითქოს ჩემზე აღარაფერი იყო დამოკიდებული, ვერაფერს ვაკონტროლებდი. ძალაგამოცლილი ვიყავი, ვერაფერს ვცვლიდი თან. ვტიროდი!

იზოლაციაში მივხვდი, რომ სხვების ცხოვრების მიმართ უყურადღებო ვიყავი, მათი წუხილი ჩემამდე არ აღწევდა. უფრო დავაფასე ხალხი და მათი დატვირთული სამუშაო დღეები

კოვიდის შემდეგ, დროის ფასიც სხვანაირად გავიგე. მხოლოდ ჩემი დრო კი არ დავაფასე, ჩემი ახლობლებისაც. მანამდე თითქოს ვერ ვამჩნევდი, რომ სხვებიც ძალიან დაკავებულები იყვნენ. მე მხოლოდ ჩემი საქმე მაინტერესებდა. გავიაზრე, რომ დღევანდელი დღე და კონკრეტულად ეს წუთია მნიშვნელოვანი. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, რაც კი მაქვს ცხოვრებაში.

განქორწინებული ვარ. ორი უფროსი ბიჭი მყავს. ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ ამ პერიოდში მათგან სითბოს და ყურადღებას სულ ვგრძნობდი. რთული იყო, რომ არ შემეძლო ჩემს ნათესავებს ჩავხუტებოდი. ეს ნამდვილად გამიჭირდა. რა მომენატრება იცით? ჩემს პატარა შვილთან ურთიერთობისთვის მეტი დრო რომ მქონდა.

 

ჩემი ქალიშვილი მონიკა იყო ერთადერთი სინათლე სრულ სიბნელეში. იზოლაციის პერიოდში მონიკა ხატავდა, ზღაპრებს ყვებოდა, კატას უვლიდა. კატაც უვლიდა მას, სხვათაშორის. მონიკასთან ერთად ეძინა ხოლმე, თითქოს მისი ძიძა ყოფილიყო. მონიკამ ამ პერიოდში დამოუკიდებლობა ისწავლა. ცხოვრებაში პირველად სალათი მოგვიმზადა და მარტო წავიდა მაღაზიაში საყიდლებზე.

გავიაზრე, რომ რაღაცების წინაშე ადამიანი უძლური ხარ. მშვიდად მივიღე ის, რაც აქ და ახლა ხდებოდა. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო.”


ქრისტინე ბაღდასარიანი, 49, ავეტისი, 15, გოჰარი, 70


 

პირველად 2020 წლის თებერვალში დავინფიცირდი. ანტიბიოტიკებმა ვერ მიშველეს, სუნთქვა ძალიან მიჭირდა. მარჯვენა მხარეს, ფილტვებში წყალიც ჩამიდგა. მაღალი სიცხეები 25 დღე გამიგრძელდა. საავადმყოფოებში ადგილი არ იყო. ბოლოს როგორც იქნა გადამიყვანეს და მაშინვე რეანიმაციაში შემიყვანეს. მეგონა ვერ გადავრჩებოდი. სულ ვტიროდი, ამდენი ცხოვრებაში არ მიტირია. ჩემი და დავიბარე და ჩემს შვილზე მზრუნველობა ავაღებინე. მართლა მჯეროდა, რომ ვკვდებოდიჩემს შვილს კიდევ დავუბარე: დეიდა მოგივლის, შენ კიდევ ბებოს უპატრონე-მეთქი. ჩემი ბიჭი მაშინ 13 წლის იყო.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია