რეჟისორი:

სრბოლა 2022

27.09.22

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა ომს გამოქცეული ადამიანების თავშესაფრად იქცა. უკრაინელებს რეგიონში საყოველთაო მხარდაჭერა დახვდათ, თუმცა ათასობით რუსს, რომლებმაც სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრები გადაკვეთეს, მოქალაქეები არაერთგვაროვნად შეხვდნენ. მათგან ზოგი პოლიტიკურ დევნას გამოექცა, ზოგი სამხედრო სამსახურისგან თავის დაღწევას ცდილობს. იმიგრირებული რუსები ახალ რეალობაში, რომელიც ბუნდოვანი და გაურკვეველია, თავის დამკვიდრებას ცდილობენ.


ომის დაწყებიდან მალევე, 30.000-ზე მეტი რუსი საქართველოში ჩამოვიდა. მასპინძელ ქვეყანაში რუსებს არაერთგვაროვნად დახვდნენ, რადგან რუსეთს საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს. მიტია ახალგაზრდა რუსი აქტივისტია. ის თბილისში ახლახანს ჩამოსულ რუსებს გვაცნობს, რომლებიც საქართველოში ახალი საქმიანობის დაწყებას ცდილობენ. მან და მისმა მეგობრებმა ყოველდღიურად უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი რუსეთის ხელისუფლების მსხვერპლნი არიან და არა აგრესორები…

ფილმი გადაღებულია 2022 წლის მარტი-აპრილის თვეებში.

 

ფილმი მომზადებულია Chai Khana-ს fellowship-ის პროგრამის ფარგლებში. გაზაფხული, 2022