სად თამაშობენ ბავშვები?

ფოტოგრაფი: ბასა მეტრეველი
22.12.22
გამოცემა: მომავალი

ტყიბული, ტყიბული-ამბროლაური-ქუთაისის ავტომაგისტრალი

თბილისი, ისანი, გუდარეხის ქუჩა

ერთი შეხედვით თითქოს არაფერია ცუდი იმ სათამაშო მოედნებში, რომლებიც თბილისისა და სხვა ქალაქების ეზოებსა და მწვანე სივრცეებშია გაბნეული. ისინი ფერადია და მხიარული. Მაგრამ, როცა ჩემმა შვილმა სიარული დაიწყო, მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. Მაგალითად, აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთი მოედანი მაგისტრალურ გზათან ახლოს არის, მისი დიზაინი და სამშენებლო მასალებიც კითხვებს მიჩენს.

თბილისი, ისანი

“Სათამაშო მოედნები ისეთივე მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, როგორც თავად თამაში. Ბავშვებისთვის ეს არის ინტერაქციისთვის პირველი სოციალური სივრცე. Სათამაშო მოედანი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ბავშვს მოტორული უნარები განუვითაროს, სენსორული გამოცდილება შესძინოს, სივრცის აღქმაში დაეხმაროს და სხვადასხვა გამოწვევის დაძლევით, თავდაჯერებულობა შემატოს. Სათამაშო მოედანმა ბავშვს თამაშის უცვლელი ფორმატები არ უნდა შესთავაზოს, სულ პირიქით. Ბავშვებმა ფანტაზია უნდა ჩართონ,”ამბობს მაია ცირამუა, ბავშვთა ფსიქოლოგი და თერაპევტი.

თბილისი, გლდანი, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა

გომი, გომი-საჩხერე-ზესტაფონის ავტომაგისტრალი

ჭიათურა, საჩხერე-ჭიათურის გზა

ოზურგეთი, ჯორჯიშვილის ქუჩა

Სამწუხაროდ, სათამაშო მოედნების უმრავლესობა საქართველოში ფიქსირებული თამაშის კონცეპტს ეფუძნება, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული მე-20 საუკუნეში იყო. ამ სათამაშო მოედნების დიზაინი მთლიანად ფოკუსირებულია სიმაღლისა და მოძრაობის შემცირებაზე, აშენებულია იაფი პლასტმასის და რეზინის მასალებით. Ბავშვებს არ სთავზობს გამოწვევებს, მხოლოდ მოსალოდნელ გათვლებს.

Მარჯერი ელენმა, წარმოშობით ბრიტანელმა ლანდშაფტის არქიტექტორმა და ბავშვთა კეთილდღეობის ადვოკატმა, მოგვიანებით სათამაშო მოედნებს სათავგადასავლო ელემენტები დაამატა. ასეთ სათამაშო მოედნებზე ბავშვებს წინასწარ კონტროლირებად გარემოში, მეტი რისკის გაწევა შეუძლიათ. ამ შემთხვევაში რისკი “საფრთხის” სინონიმი არ არის. Მაგალითად, ხეზე ცოცვის დროს, დამპალი ტოტი საშიშია: საფრთხე მოულოდნელია. Მაგრამ, რამდენად მაღლა ახვალ ამ ხეზე, ეს უკვე რისკია და  გადაწყვეტილებას შენგან მოითხოვს. 

თავგადასავლებით დატვირთული სათამაშო მოედნები დღეს საერთაშორისო სტანდარტია, თუმცა, თბილისში ასეთი სათამაშო მოედნები არ გვაქვს. 

რუსთავი, მე-12 მიკრორაიონი, გიორგი ერისთავის ქუჩა

მალაკნების მოედანი

ურბანული დაგეგმარების დროს, ბავშვები მთავარი პრიორიტეტი უნდა იყვნენ. ქალაქში 1100 სათამაშო მოედანია. Მერია ახალი მოედნებისთვის ახალ სივრცეებს ამზადებს. ქალაქის ხელისუფლება ბავშვთა კეთილდღეობას ურბანული განვითარების პრიორიტეტად ასახელებს და მიმდინარე სატენდერო წინადადების მიხედვით, სამეზობლოებს ახალი სათამაშო მოედნების მოწყობამდე განხილვის პროცესში ჩართვას სთავაზობს. თუმცა, არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, მოსწონთ, თუ არ მოსწონთ თბილისელებს ახალი სათამაშო მოედნები.

ჭიათურა, 9 აპრილის ქუჩა

ბათუმი, გოგებაშვილის ქუჩა

“ჯერჯერობით არ გვაქვს არც თვისებრივი და არც რაოდენობრივი კვლევა იმაზე, თუ რას ფიქრობს ხალხი ახალ სათამაშო მოედნებზე: სარგებლობენ, თუ არა და კმაყოფილები არიან, თუ არა,” გვითხრეს თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახუში.

ურბანისტი და არქტიტექტორი ირაკლი ჟვანია ამბობს, რომ სათამაშო მოედნების მოსაწყობად გამოყენებული მასალების გარდა, ბავშვებისთვის უსაფრთხო სივრცის შესაქმნელად, ამ მოედნების ადგილმდებარეობაა უმნიშვნელოვანესი. 

“ადგილი ძალიან დაკვირვებით უნდა შეირჩეს. ის უნდა იყოს ურბანული განვითარების გენერალური გეგმის არსებითი ნაწილი. Სათამაშო მოედანი გამწვანებულ სივრცესთან ახლოს უნდა იყოს და დასახლებიდან მაქსიმუმ 15 წუთის სავალზე. არ შეიძლება ის ქარიან ადგილებში ან გზებთან ახლოს მოვაწყოთ. დღის მანძილზე მზიანი უნდა იყოს, მაგრამ ზაფხულის სიცხის დროს, ჩრდილიც უნდა ეცემოდეს.”

 

რუსთავი, რუსთავი-გარდაბნის ავტომაგისტრალი

თბილისი, ვაკე, ატენის ქუჩა

რუსთავი, მე-12 მიკრორაიონი, კაპანაძის ქუჩა

სოფელი ნავარძეთი, ჭიათურა-ზესტაფონის ავტომაგისტრალი

ურბანისტი და არქიტექტორი ზურა ბაქრაძე ქალაქში ახალი სათამაშო სივრცეების გაჩენას სამშენებლო ბუმს უკავშირებს.

“დიდი ხნის განმავლობაში თბილისში იყო ეზო, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. Მუნიციპალური სათამაშო მოედნის მოწყობის განსაკუთრებული საჭიროება არ ყოფილა. ეზო იყო ნახევრად საჯარო, ნახევრად კერძო სივრცე, რომელიც ბავშვებისთვის სათამაშო მოედნის ფუნქციას ასრულებდა. Მაგრამ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობების ბუმმა საერთო ფართობი შეამცირა, შესაბამისად, ნელ-ნელა ეზომაც დაკარგა მნიშვნელობა.”

ეს ფოტოპროექტი იკვლევს ახალ სივრცეებს, რომლებიც ჩვენი შვილებისთვის, თბილისსა და სხვა ქალაქებში, ჩვენ შევქმენით.


ეს პროექტი სამხრეთ კავკასიაში სათამაშო მოედნებზე მომზადებული ფოტო სერიების ნაწილია.

ფოტოამბავი აზერბაიჯანიდან

ფოტოამბავი სომხეთიდან


ფოტოისტორია მომზადებულია Chai Khana-ს Fellowship-ის პროგრამის ფარგლებში, ზაფხული/შემოდგომა, 2022

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია