რა აღელვებთ ახალგაზრდებს?

ფოტოგრაფი: ტიმ ბერტრამი, მარიამ ამბროლაძე, Როზა ტიედე ლოკენი, ნიკოლოზ მირუაშვილი, , სელჯან ჰაჯი, მარიამ ქართველიშვილი
30.01.23

ყველა ახალ თაობას თავისი საზრუნავი აქვს. Chai Khana-ს ფოტოისტორიების სერია „რა აღელვებთ ახალგაზრდებს“ ასახავს, როგორ ზრუნავენ ისინი ცხოველებზე,  ახლობელი ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მშობლიურ ქალაქზე, კონფლიქტის მეხსიერების შენარჩუნებაზე, უფრთხილდებიან წარსულ ჩვევებს და ცდილობენ, იპოვონ თავისუფლება მუსიკაში, როცა თავისუფლების ყველა სხვა კუნძული გამქრალია. 

ფოტოგრაფების ნამუშევრები თბილისში გამოიფინა, აქ მხოლოდ მათი ნაწილია წარმოდგენილი. Chai Khana-ს ინსტაგრამ გვერდზე ფოტო-პროექტებს პერიოდულად გამოვაქვეყნებთ.

Chai Khana-სა და კულბროენის მიერ შემუშავებულ ოთხთვიან მენტორობის პროგრამას New Democracy Fund-მა დაუჭირა მხარი.

Მენტორები: მანო სვანიძე, ბენჟამინ ნორსკოვი

ტიმ ბერტრამი, დანია

სიყვარული, რომელიც არასოდეს ამოიწურება

დანიაში 300 000 ბავშვია, ანუ საშუალოდ, ყველა კლასში ოთხი ბავშვი, რომელთა მშობლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას ებრძვიან. Ჩვენ ვიცით, რომ სტაფილო, ვიტამინები, რძე ჩვენს ორგანიზმს აძლიერებს, მაგრამ გვიჭირს იმის გარკვევა, რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როცა ემოციებზე კონტროლს ვკარგავთ. Საპასუხოდ, ეს პროექტი მამაზე მოვამზადე. Მის დიაგნოზზე და მასთან ჩემს დამოკიდებულებაზე. Მამას ბიპოლარული აშლილობა აქვს და ცოტა ხნის წინ, პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

მარიამ ამბროლაძე, საქართველო

ტყის გული

,,ტყის გული” იმ ქალაქის ყოველდღიურობას აღბეჭდავს, სადაც მე ვცხოვრობ. ტყიბული ტყის შუაგულში გაშენებული პატარა ქალაქია. ბევრჯერ გადაუღიათ ჩემი ქალაქი, მაგრამ ამ ფოტოებში ის სულ ნაცრისფერია - სხვა ფერები უბრალოდ იგნორირებულია. პროექტი ადამიანების ცხოვრებას, მათ ფიქრებს, ოცნებებს და განცდებს ირეკლავს ტყიბულზე.

Როზა ტიედე ლოკენი, დანია

ახალი ან არასოდეს

Როცა პირველ კლასში ვიყავი, ჩემს მშობლიურ ქალაქში საშუალო ტემპერატურა 8 გრადუსი იყო. Როცა 17-ის გავხდი - 9.5. ამ ფოტოპროექტში დანიის კვების მრეწველობაში ახალ გადაწყვეტილებებსა და ალტერნატივებს ვიკვლევ: როგორ შეგვიძლია გარემოს გასაუმჯობესებლად ცხოვრების ახალი წესი დავნერგოთ.

Მარიამ ქართველიშვილი, საქართველო

უხერხული თანაცხოვრება

- კაკ-კუკ. ვინ არის?

- ადამიანები

როცა ცხოველებზე ვსაუბრობთ, ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან: რომლებიც ზრუნავენ და რომლებიც არ ზრუნავენ. ფოტოების ეს სერია იკვლევს რას ნიშნავს თანაცხოვრება.

ნიკოლოზ მირუაშვილი, საქართველო

არ მინდა ეს ნატყვიარები გაქრეს

2008 წელს რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. მოგვიანებით ეს ამბავი რუსეთ-საქართველოს ომად დაგვამახსოვრდა ყველას. რუსმა სამხედროებმა ქალაქი გორი დაბომბეს და დაიკავეს. ქალაქის თითქმის მთელ მოსახლეობას გაქცევა მოუწია. არც იცოდნენ, დაბრუნდებოდნენ, თუ ვერა. თინეიჯერები გორში მუდმივ შიშსა და ტრავმულ გარემოში გაიზარდნენ. ეს ფოტო სერია ამ გამოცდილების აღწერაა.

დავით კავკასიანი, სომხეთი

ოცდარვა

Სამარშუტო ტაქსები, რომლებსაც „მარშუტკებს“ ვეძახით, ხშირად გადაუხვევენ ხოლმე მარშუტს, რომ რაც შეიძლება მეტი მგზავრი აიყვანონ. ფოტოგრაფ დავით კავკასიანისთვის „მარშუტკები“ ბავშვობის ძალიან ცხადი მოგონებაა. იმ დროს ერევნის გასავლელად ერთადერთი სატრანსპორტო საშუალება იყო. Რადგან ქალაქის ახალმა სატრანსპორტო პოლიტიკამ “Მარშუტკები” შეიძლება  ჩაანაცვლოს, ეს ფოტოპროექტი სამუდამოდ აღბეჭდავს მათ როლს სომხურ საზოგადოებაში.

სელჯან ჰაჯი, აზერბაიჯანი

არ დავუშვათ, რომ ეს ბოლო იყოს

აზებაიჯანელების უმრავლესობას არ აქვს დრო, რომ დაისვენოს, შემოქმედებითი საქმე აკეთოს, სახლში იყოს და მუსიკას მოუსმინოს, ან ძვირადღირებულ კონცერტებს დაესწროს. მათი ყოველდღიური საზრუნავი მძიმეა. ამ ფოტოსერიაში  ჩემ ირგვლივ მუსიკისმოყვარულები გადავიღე; ის ადამიანები, რომელთა ცხოვრებაშიც მუსიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია