loading
არქივი

სიყვარული, რომელიც არასოდეს ამოიწურება

არქივი

ფოტო ისტორია, რომელსაც ეცნობით, Chai Khana-ს არქივის ნაწილია. არქივი აერთიანებს 2015-2024 წლებში გამოქვეყნებულ მასალებს.

დანიაში 300 000 ბავშვია, ანუ საშუალოდ, ყველა კლასში ოთხი ბავშვი, რომელთა მშობლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას ებრძვიან. Მენტალური ჯანმრთელობა ჯერ კიდევ ტაბუდადებული თემაა, მასზე ბავშვობაში არაფერი გვესმის. Ჩვენ ვიცით, რომ სტაფილო, ვიტამინები, რძე ჩვენს ორგანიზმს აძლიერებს, მაგრამ გვიჭირს იმის გარკვევა, რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როცა ემოციებზე კონტროლს ვკარგავთ. Მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა არ უნდა დავმალოთ, მასზე უნდა ვილაპარაკოთ.

ენ ტორუპი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიული ცენტრის უფროსი ექიმია. ამბობს, რომ პრობლემა მედიაშიც უნდა ვეძებოთ.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა მარგინალიზებულია.  არც შესაბამისი კამპანიები და არც გადაცემებია ბავშვებისა და მოზარდების ამ კუთხით განათლებისთვის.

Საპასუხოდ, ეს პროექტი მამაზე მოვამზადე. Მის დიაგნოზზე და მასთან ჩემს დამოკიდებულებაზე. Მამას ბიპოლარული აშლილობა აქვს და ცოტა ხნის წინ, პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. 

Მამას გლოსტრუპის ფსიქიატრიულ ამბულატორიულ კლინიკაში ვესტუმრე. თავის თავს არ ჰგავს, ქუთუთოები დამძიმებული მეჩვენება და სიარულის დროს ფეხებს იატაკზე მიათრევს. 

ამონარიდები ჩემი დღიურიდან:

 - ახლა გაიღვიძე? დაღლილი ჩანხარ.

 - არა, ახლახანს გარეთ ვისეირნე.

 - სად იყავი?

 - აქვე… მპასუხობს.

ახლა 6 საათია. Მთელი დღე უნდა ევლო. აქ დღის მთავარი მოვლენა საუზმე, სადილი და ვახშამია…სხვა არც არაფერი ხდება.

ცოტა ხანს ტექნოლოგიებზე ვილაპარაკეთ, ორივესთვის საინტერესო თემაა. თუმცა, მამას იგივე ენთუზიაზმი ლაპარაკის დროს ვეღარ შევატყვე.

 - "გუშინ გულისცემა შემიმოწმეს და ძალიან ნელა ცემს ჩემი გული", მეუბნება მამა.

 -  "Რა სამწუხაროა ამის მოსმენა, შენ ამას გრძნობ?" ვეკითხები

 -  "არა, არც ისე," მპასუხობს

 -  "ახლა მალე უნდა ვისადილო," ამბობს მამა.

Მამას გული ნელა უცემს. ექიმებმა თქვეს, ალბათ, იმ წამლის ბრალია, ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზის გამო რომ იღებსო…

 

Მამას საავადმყოფოდან თანხმლების გარეშე გასვლის ნება დართეს. ჩვენს ძველ სახლში ერთად წავედით, რომელიც ახლა ცარიელია. Სანამ მამას საავადმყოფოში დავაწვენდით, ხელის გულებსა და ტერფებზე სიმსივნით გამოწვეული საშინელი ტკივილი ჰქონდა. ექიმებმა თქვეს, რომ ამ ტკივილს ვერაფერი შეუმსუბუქებდა. ჯანმრთელობის სხვა პრობლემის გამო, რეფლექსოლოგია (ტერფების მასაჟი) სცადა და ეგონა, რომ ეს ახლა დაეხმარებოდა. Მამამ ყავა შემომთავაზა, რომელშიც მხოლოდ ცხელი წყალი აღმოჩნდა, რადგან ყავა ძალიან ძვირი ღირდა. Მიუხედავად ამისა, მან მაინც იქირავა მასაჟის სავარძელი, რომელშიც დაახლოებით 7000 ევრო გადაიხადა.

ამ ფოტოში მამას პიჯაკი აცვია, რომელიც მანამდე ბაბუაჩემს, ანუ მამამისს ეცვა. ამ პიჯაკს წვეულებებზე იცვამდა ხოლმე. კედელზე მამაჩემმა პლასტმასის სკამი ჩამოკიდა, ზედ ბარბის თოჯინა დასვა. Რატომ, არ ვიცი.

Ხელში ნაგვის ურნაში ნაპოვნი ნახატი უჭირავს. Ნახატზე ქვითარია მიკრული. ამ ქვითარზე ის თარიღია მონიშნული, როცა პირველად იგრძნო ძლიერი ტკივილი ფეხებსა და ხელის გულებში. იატაკზე იწვა და ტკივილისგან ტიროდა. თქვა, რომ აბები უნდა დაელია. Რამდენიმე დღის შემდეგ, ნაქირავებ ბინაში მარტო უნდა გადავსულიყავი საცხოვრებლად. Მამას სატვირთო მანქანა უნდა ემართა, მაგრამ მერე ეს დაემართა. 

ამ მანქანას ამ ტკივილით ვერ ვატარებ,თქვა მაშინ, როცა იატაკზე იწვა…იმავე საღამოს, როცა ცოტა უკეთ გრძნობდა თავს, მაგრამ ტკივილი მაინც აწუხებდა, საცეკვაოდ წავიდა ფრედერიკსბერგში, დანიის პატარა ქალაქში. ტაქსი იქირავა.

Მამაჩემის ბინის ყველა კედელი მოხატულია, ან წარწერებია გაკეთებული. ეს წარწერა, ფაქტობრივად, მამაჩემის ცხოვრებას ასახავს. იმ არჩევანს, რომელიც მას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჰქონდა. აქ ნახავთ დანიური ორგანიზაციის ლოგოს, რომელიც კიბოს კვლევაშია სპეციალიზებული. ლოგოდან ისარი გადადის ჯვარზე, მის სიკვდილზე, რომლის თარიღი მამამ ექიმების შეფასებებზე დაყრდნობით ივარაუდა. Შემდეგ ვხედავთ Li-ს, რაც Lithium-ს ნიშნავს. ამით მიგვანიშნებს, რომ ლითიუმის მიღებისგან თავს იკავებს. ლითიუმი მედიკამენტია, რომელსაც ბიპოლარული აშლილობის დროს ნიშნავენ. თუ წამალი არ დალია, მისი მდგომარეობა გამწვავდება და საავდმყოფოში იძულებით მკურნალობა მოუწევს, სადაც ლითიუმს მაინც დაალევინებენ. თუ საავადმყოფიში წევს, ეს ოთხ უარყოფით გავლენას ახდენს მის ყოველდღიურობაზე და მისი ცხოვრების ხარისხიც უარესდება: 1. ყოფილი მეუღლის (ანუ დედაჩემის) მიმართ ნდობის ნაკლებობა; 2. Სამუშაოს პოვნის ნაკლები შანსი; 3. გაუარესებული ფინანსური მდგომარეობა; 4. ცხოვრების ხალისის დაკარგვა (სამკუთხედი მარცხნივ მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდაა). ერთი უპირატესობა ის აქვს, რომ მე მისი შვილი ვარ. Შვილის გვერდით (თავისი არჩევანი), წერს მამა. ეს ნიშნავს, მინდა თუ არა მასთან ერთად კიდევ დროის გატარება.

Მამა ყოველთვის ამბობდა, რომ ცნობისმოყვარე დაიბადა და ეს მართალია.

Როცა მამა საავადმყოფოში მეოთხედ მოვინახულე, მხოლოდ მაშინ დამრთო ნება თავის ოთახში შევსულიყავი. Მანამდე მეუბნებოდა, რომ ამის უფლება არ მქონდა, თუმცა, უარის მიზეზი აღარ ახსოვდა. ერთსაწოლიან პატარა ოთახში შევედი, პატარა ტუალეტით და საშხაპით. ტანსაცმლის კომოდიც იდგა. კედელზე დაფაც ეკიდა მარკერით. დაფაზე მამაჩემის ხელით მიწერილი იყო: იყავი პოზიტიური."

Პირველად მამას საავადმყოფოში რომ მივაკითხე, დიდი ხნის უნახავი მყავდა და ამ შეხვედრაზე ძალიან ვნერვიულობდი. Ბოლოს რომ დავემშვიდობე, დაძაბული სიტუაცია იყო.  Საავადმყოფოში წაყვანის შემდეგ, რამდენიმე თვე არ მილაპარაკია. Მესიჯი მივწერე:

 - "Შეიძლება კვირას ან ორშაბათს შენთან მოვიდე?"

 - "კი, ძალიან გამიხარდება."

Შენობა დიდი იყო და ერთფეროვანი. გრძელი დაუსრულებელი დერეფნების გამო, ნავიგაცია რთული აღმოჩნდა. Საავადმყოფოსთან ახლოს წყლის ავზი იდგა. Შენობები ყვითელი ფერის იყო და თვალშისაცემად ბევრი ყვავილი იყო გარშემო გაშენებული.

ეს არის ჩემი ძველი ოთახის კარი მამაჩემის ბინაში. Როცა აქ ვცხოვრობდი, კარზე ასეთი წარწერა იყო: “ტიმ ბერტრამს კამერი.” რაც ამ სახლიდან გადავედი, წარწერას დაემატა: “შენ გამხადე სრულყოფილი, ჩემს თავთან მომიყვანე.

ეს მოწყობილობა მამას გულისცემას გაუწევს მონიტორინგს. დააკვირდება, სწორად ფეთქავს, თუ არა. ექიმებმა გულთან დაკავშირებული პრობლემები მაშინ აღმოაჩინეს, როცა მამამ ბიპოლარული აშლილობისთვის მედიკამენტის დალევა დაიწყო.

მამას ეს პორტრეტი, ამ პროექტის დაწყებამდე, ორი წლით ადრე გადავიღე. Ბევრად უკეთესად გამოიყურება აქ, ვიდრე დღეს არის. Მეორე, მამაჩემის ძველი ფოტოა, სადაც ის მოტოციკლს ატარებს. Შემდუღებელმა დამხმარე ბორბალი დაუმზადა, მაგრამ ფოტოშოპით ის ამ ფოტოდან გააქრო.

ეს ფოტო ტკბილეულის მაღაზიაში გადავუღე.

Მამას ბოლო პერიოდში თვალებზე პრობლემები შეექმნა. თავისით ეხუჭებოდა და ვეღარ ახელდა. არავინ იცის, რატომ. ამ ფოტოში ცდილობს გაიგოს, რა მომენტში ეხუჭება ხოლმე თვალები. დიაგნოზი ჯერ არ ვიცით.

აქ მამას ბინების კომპლექსია.

Საყიდლების შემდეგ ქალაქში  ვისეირნეთ. Მამაჩემს აქ ჩემი ძველი შარვალი აცვია, მერიიდან წამოღებული ფეხსაცმელი და საავადმყოფოდან გამოტანებული ტანსაცმელი.

კიბეებზე Მამაჩემის დივანი ჩაგვაქვს, სახლიდან გამოაგდეს. ხმამაღალი მუსიკის გამო, ბევრი საყვედური მიიღო. დივნის აწევა უჭირს, ქიმიოთერაპიის კურსის დაწყების შემდეგ, ძალიან დასუსტებულია. Სხვა სახლში გადასვლის შემდეგ, დიდი გადასახადები მოსდის კედლის საღებავებისთვის, დივნის გადაზიდისთვის და დამატებით სხვა ავეჯისთვის, რომელსაც არასწორ ადგილას აწყობს.