ვინ დარჩა ძველებიდან?

18.04.23

თბილისის ისტორიულ უბანში, დანგრეულ სახლში, 70 წლის ელდარი მარტო ცხოვრობს. მისი სამეზობლო სამშენებლო კომპანიამ ნაწილობრივ დაანგრია და საცხოვრებელი სახლები სასტუმროებით ჩაანაცვლა. რაც უფრო ახლოს ვიცნობთ ელდარს, მით უფრო კარგად ვხედავთ, როგორი მტკიცეა მისი კავშირი ქალაქთან; როგორ უკავშირებს ის დღევანდელ პრობლემებს საბჭოთა კავშირის დაშლას. ელდარის ამბით ჩვენ აღმოვაჩენთ, როგორ შეიცვალა თბილისის ეთნიკური იდენტობა და როგორ დაზიანდა ეთნიკური აზერბაიჯანელების სიმბოლოები თბილისში.



ფილმი GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლის დოკუმენტური კინოს წარმოების კლასის ფარგლებში მომზადდა. 



ფილმი მომზადებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. ფილმში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.