
Ხეები პლასტმასით არის დაფარული, რომელიც ნაგავსაყრელიდან ქარს მოაქვს.
დანაწევრებული ნაგვისა და პლასტიკის უსიამოვნო სუნი ჰაერშია. დიდი ლილოს დასახლებაში, რომელიც მყარი ნარჩენების მუნიციპალურ ნაგავსაყრელთან ახლოსაა, ეს სუნი სახლებშიც აღწევს.
თბილისის მერიამ ამ ნაგავსაყრელის პროექტი, თავის დროზე, ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში წარმოადგინა. Საწყის ეტაპზე გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს პროექტი არ გაუპროტესტებიათ. სჯეროდათ, რომ საქართველოში ეს იქნებოდა ევროკავშირის სტანდარტების შესაფერისი პირველი ადგილი ნარჩენებისთვის. თუმცა, ქეთი გუჯარაიძე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” პოლიტიკის ანალიტიკოსია, ამბობს, რომ პროექტთან დაკავშირებული პრობლემები თავიდანვე ძალიან ცხადი იყო. “Მიუხედავად იმისა, რომ დიდი ლილოს პროექტი ნახაზზე წარმოდგენილი იყო, როგორც ევროსტანდარტებთან შესაბამისი, მას არ ახლდა თან გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელიც სავალდებულოა ნებისმიერი ევროსტანდარტის შესაბამისი პროექტისთვის. “
2013 წელს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დიდი ლილოს ნაგავსაყრელი იმ ადგილების ჩამონათვალში შეიყვანა, რომელიც გათავისუფლებული იყო შეფასების დოკუმენტის წარდგენისგან.

Მარცხნივ ნაგავსაყრელია. Მარჯვნივ, სიღრმეში, თბილისის ზღვა და ხეები. Ნაგავსაყრელიდან პლასტმასა იქ რეგულარულად ხვდება.
სპეციალისტები სხვა ხარვეზებზეც მიუთითებენ. Საქართველოს კანონმდებლობით, ნაგავსაყრელი საცხოვრებელი პუნქტიდან მინიმუმ 2 კილომეტრით, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 13 კილომეტრით უნდა იყოს დაშორებული. დიდი ლილოს ნაგავსაყრელის შემთხვევაში ორივე დარღვეულია - დასახლებულ პუნქტთან მას 2 კილომეტრი აშორებს, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან 7 კილომეტრი. Chai Khana-მ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის არარსებობის შესახებ ინფორმაცია შ.პ.ს თბილსერვის ჯგუფისგან გამოითხოვა, პასუხის მიღებისთანავე, სტატია განახლდება.
Მოსახლეობა ჩივის, რომ ნაგვით დაბინძურება ადგილობრივ ფერმერებს აზარალებს, ნაგვის სუნი კი ადამიანებს აავადებს.

Გურამი: "ნაგავსაყრელის გავლენას მეურნეობაზეც ვამჩნევთ. Ადრე უხვი მოსავალი იყო, ახლა არაფერი იზრდება. Ხორბლის დარგვაც ვერ მოვახერხეთ. Სუნი დილას და საღამოს უფრო ძლიერია. Ყველაზე აუტანელია, როცა ქეიფის დროს ვგრძნობთ."

Თამარ: “სამაგისტრო ნაშრომი დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე მოვამზადე. Იქ მეწერა, რომ ახალი ნაგავსაყრელის გახსნა გადაუდებელი აუცილებლობა იყო, თუმცა ამ დრომდე სხვა ადგილი ვერ მოძებნეს.”
Საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ტერიტორიის გადაღებაზე Chai Khana-ს ფოტოგრაფს უარი უთხრა. თუმცა, ნაგავი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზეც ადვილი შესამჩნევია; ის გამუდმებით იყრება, იფანტება და გარშემო ყველაფერს ნაგავსაყრელად აქცევს, მათ შორის, საძოვრებისთვის გამოყოფილ მიწას და არხს, რომელიც ადგილობრივების მტკიცებით, თბილისის ზღვას წყალს აწვდის. ეს დედაქალაქის სასმელი წყლის მთავარი რეზერვუარია.

Წყლის არხი, რომელიც თბილისის ზღვას უერთდება და დედაქალაქის სასმელი წყლის მთავარი რეზერვუარია.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების - საქართველოს თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამ ნაგავსაყრელს მისი გახსნიდან, 2010 წლიდან სწავლობს. ადგილობრივები იხსენებენ, რომ ოდესღაც ამ ადგილას ხორბლის მინდვრები იყო.
ორგანიზაციის მიერ მომზადებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შეცდომები თავიდანვე დაშვებული იყო. დარღვეულია ნაგავსაყრელის მოსახლეობასთან სიახლოვის სტანდარტი. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ მათ კუთვნილი მიწებიც ჩამოაჭრეს. Მაგალითად, როცა ნაგვის ექვსი უჯრედიდან ერთი გაიხსნა, აღამოაჩინეს, რომ გაზის კოლექტორები აკლდა, მიუხედავად იმისა, რომ აირის შესაგროვებლად მილები დამონტაჟებული იყო. არ იყო დასუფთავების სისტემაც. Მიუხედავად იმისა, რომ ერთი გაკეთდა, სისტემიდან ნარჩენების სითხე მაინც ჟონავს. Როცა მეორე უჯრედი გაიხსნა, გაირკვა, რომ შიგნით წყალი იყო და ნაგავი წყალში იყრებოდა.

თოლიებიდან დაწყებული, ქორებით და მტრედებით დასრულებული, აქ იკრიბებიან, რომ პირველებმა აიღონ ახლადდაყრილი ნაგვიდან ნარჩენები.
ამის საპასუხოდ, ქალაქის მერიამ რამდენჯერმე შეცვალა ნაგავსაყრელის მართვის კომპანიის მენეჯმენტი და სცადა, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები მაინც მოეგვარებინა. Მაგალითად, სუნის მოსაშორებლად იყიდა ნაჟური წყლების გადამამუშავებელი, მაგრამ წვიმიან დღეებში ისინი არაეფექტიანია.

საქონელი ნაგვით დაფარულ მინდორზე ძოვს.
ადგილობრივებმა წლების განმავლობაში რამდენჯერმე გამოხატეს პროტესტი, ნინო ჩხობაძეც თავიდანვე მიანიშნებდა პრობლემებზე. ის დღესაც განაგრძობს მუნიციპალიტეტთან და საკრებულოსთან მუშაობას და ითხოვს გაზის კოლექტორების დამონტაჟებას სუნის აღმოსაფხვრელად და მეთანის შესუნთქვით გამოწვეული საფრთხის შესამცირებლად.


“ვეჭვობ, რომ მოსახლეობაში ბევრი ონკოლოგიური დიაგნოზის მიზეზი სწორედ ეს ნაგავსაყრელი შეიძლება იყოს. Ნახევარიღა დავრჩით სამეზობლოში. დანარჩენი ან გარდაიცვალა, ან ავად არის,”ამბობს მარიამი, რომელიც შვილიშვილთან ერთად სახლის წინ გავიცანი.
კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები, ბარბარა გვეუბნება, რომ ხეები ამ ადგილას აღარ ყვავილობს. “Მხოლოდ ეს არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დიაბეტის მაპროვოცირებელი ნაგავსაყრელი იყო. პლასტმასი, რომელიც იქიდან მოდის, საშიშია ჩვენი საქონლისთვისაც. ისინი ნარჩენებს ჭამენ და ავადაც ხდებიან. გულისმომკვლელია, რასაც ვუყურებ. აირები როცა გვძინავს, ღამით გამოიყოფა. თითქოს, ჩვენგან მალულად, მაგრამ ვამჩნევთ. Ჩვენი ყელი და ფილტვები გრძნობენ.”

Ალავერდი: “მემგონი ბევრი არაფრის გაკეთება შეიძლება. Ქალები ცოცხებით მოვიდნენ აქციაზე, მაგრამ მას შემდეგაც არაფერი შეცვლილა.”
Საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა Chai Khana-ს წერილობით უპასუხა, რომ კომპანია ნარჩენების გადამამუშავებელ ცენტრში რეგულარულად შეამოწმებს მილებს. ამისთვის ქალაქის ხელისფულება 7 მილიონი ევროს სესხად აღებას გეგმავს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი წინასწარ დათანხმდა გაზის კოლექტორების სისტემის დამონტაჟებას. თუმცა, მწვანეთა მოძრაობის წევრი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ ამაზე წელიწადზე მეტია უკვე ლაპარაკობენ და კონკრეტული ნაბიჯი აქამდე არ გადადგმულა.

Ნაგავსაყრელზე დასაქმებულები უნებლიეთ ფრინველებს კვებავენ.

Ნინო ერთადერთ გამოსავლად ნაგავსაყრელის გადატანას და ტერიტორიის დასუფთავებას ხედავს.
,,ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სხვა ადგილი მოიძებნოს ნაგავსაყრელისთვის, რაც მარტივი არ იქნება, რადგან გარდაბნისა და რუსთავის ნაგავიც აქ იყრება. ამ ნაგავსაყრელმა უკვე ამოწურა თავისი რესურსი, ამიტომ ახალი, შესაფერისი ადგილის ათვისება აუცილებელია.”

Ადგილობრივი ფერმერი ნაგავსაყრელთან ახლოს ისვენებს. Ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარჩენების შემგროვებლები რუტინულ შემოვლაზე არიან.
*სტატია განახლებულია და დამატებულია ქეთი გუჯარაიძის კომენტარი.
Დაბინძურების Თემიდან გამომდინარე, გადაღებისთვის შერჩეულია ინფრაწითელი კამერა. Ინფრაწითელი სინათლე/გამოსახულება ავტორის ერთგვარი განაცხადია.
ფოტო-პროექტი მომზადებულია Chai Khana-ს Fellowship-ის პროგრამის ფარგლებში. გაზაფხული, 2023
ეს ფოტო-ისტორია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდისა პოზიციას.