ბუნების სიყვარულით

ფოტოგრაფი: თორნიკე მერმანიშვილი
23.08.23
თემა: გარემო

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში ხეები ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ: რცხილა, მუხა, მუხნარ-რცხილნარი, რცხილნარ-წიფლის ტყეებს ნაკრძალის ქვედა უბნებში ვხვდებით, რომლებსაც წიფლის ტყეები, ქართული მუხა, იფანი და ცაცხვი მიუყვება. Ზემოთ, 1800 მეტრზე, კავკასიური მუხა, ნეკერჩხალი, ლიტვინოვის და თეთრი არყის ხეები დგას. 

ნაკრძალი, რომელსაც აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, ჩრდილოეთით დაღესტანი ესაზღვრება, პირველი იყო კავკასიაში. ის ბუნების დამცველმა და პოლონეთის არმიის ყოფილმა ჯარისკაცმა 1912 წელს დაარსა. ლაგოდეხის ნაკრძალი ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF - World Wide Fund for Nature) მიერ აღიარებულია, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ეკორეგიონი, რომელიც შერეულ ტყესა და 150 სახეობის ფრინველის გავრცელების არეალს აერთიანებს. Მათ შორის არიან: ბატკანძერი, მთის არწივი, შავარდენი, მთის და ველის არწივი, დიდი მყივანი არწივი. 

სერპანტინის ბილიკები ნაკრძალში იჭრება და იმ ფინანსურ სქემებს მოგაგონებთ, რომლებიც ზევით-ქვევით მოძრაობენ შემაღლებულ რელიეფზე. ველურ ბუნებას ბრაკონიერებისგან 21 რეინჯერისგან შემდეგარი ჯგუფი იცავს. ისინი ზრუნავენ იმ ბილიკებზეც, რომლებზეც მოლაშქრეები დადიან და ბუნების სხვა მოყვარულები ამ ადგილის სილამაზით ტკბებიან.

მე-5 წელია აქ ვმუშაობ. Ბუნების სიყვარულმა მომიყვანა აქ. Ბავშვობაში ამ ტყეებში ხშირად დავეხეტებოდი,”ამბობს რეინჯერი მამუკა გოგოლაძე.

ამ ფოტო-პროექტში ფოტოგრაფი თორნიკე მერმანიშვილი რეინჯერების ცხოვრებას და მათ ყოველდღიურ გამოწვევებს აღწერს.

Რეინჯერი კახა ბიკაშვილი როჭოს ჩანჩქერისკენ მიმავალ ბილიკზე ჩამოწოლილ ხეს აკვირდება. Პატრულირება შესაძლო საფრთხის აღმოჩენის მიზნით, რეინჯერის სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია. Კახას ძლიერი წვიმის შემდეგ, ერთი შემთხვევა ახსენდება, რომელმაც ზოგიერთი ხე ძირიდან ამოგლიჯა.Ცოტა ხნის წინ, სულ რამდენიმე წამით ასცდათ ტურისტებს ჩამოვარდნილი ხე. Მათ Ხანდახან არასერიოზულად ეჩვენებათ, როცა ვეუბნებით, რომ ფრთხილად იყვნენ. Წვიმის დროს ხეები წყლით იჟღინთება და ტყდებიან. Გარედან შეიძლება ვერც შეატყოთ, ჯანმრთელი მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში, ასე სულაც არ იყოს.”

ბილიკი, როჭოს ჩანჩქერი

მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ომის და არასტაბილური მდგომარეობის გამო ნაკრძალში ბრაკონიერობამ დიდ მასშტაბს მიაღწია, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა ცხოველთა პოპულაციისთვის, ეს განსაკუთრებით ირმებზე აისახა: თუ 1989 წელს დაცულ ტერიტორიაზე 1200-მდე ირემი ბინადრობდა, 90-იან წლებში ეს რიცხვი 70-მდე შემცირდა. 

“დიდი პრობლემა იყო ბრაკონიერობა. Მახსოვს, რეინჯერები მათ ფაქტზე იჭერდნენ ხოლმე და აგდებდნენ,” ამბობს ალექსანდრე შავერშაძე, რომელიც 15 წელია უკვე ლაგოდეხის ნაკრძალის რეინჯერია. 

“ახლა შეცვლილია სიტუაცია. Რესურსებიც უკეთესი გვაქვს. Ბილიკებზე კამერებია დამონტაჟებული, ამიტომ ბრაკონიერების აღმოჩენაც გაცილებით ადვილია.” რეინჯერები კამერებს ყოველ დღე ამოწმებენ და თუ რამე საეჭვო შენიშნეს, მაშინვე შესაბამის უწყებებს აცნობებენ. დღეს ირმის პოპულაცია იზრდება. Რეინჯერები ამბობენ, რომ დამონტაჟებულ კამერებში ირმებს ისეთ ადგილებშიც კი ნახულობენ, სადაც მანამდე არასდროს ხვდებოდათ.”

Რეინჯერი კახა ბიკაშვილი როჭოს ჩანჩქერთან. 
“ოთხი წელია აქ ვმუშაობ. Ბილიკის კამერები ნამდვილად დიდი შეღავათია ჩვენთვის ბრაკონიერობასთან საბრძოლველად.”

ეს ნიშნები ბილიკის სირთულეზე მიანიშნებენ: ყვითელი ,,ადვილს” ნიშნავს, ,,ლურჯი” საშუალო სირთულეს, ,,წითელი” რთულს. 
,,დღეს უფრო უსაფრთხოა ეს ბილიკები. Რკინის ხიდები რაც გამოვიარეთ, ადრე არ იყო. არადა, ძალიან გეხმარება,”ამბობს რეინჯერი აკაკი მოდებაძე.

როჭოს ჩანჩქერი

რეინჯერი ზაქარია ტოროშელიძე ამბობს, რომ რეინჯერები დღეს კარგად არიან აღჭურვილები. 

,,თუ ვინმეს ბენზოხერხი დასჭირდებოდა, სახლიდან უნდა მოეტანა. Არ გვქონდა კარგი დაფინანსება. Დღეს უკეთესი მდგომარეობაა. Საკმარისი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ ნაკრძალის დამთვალიერებლებისა და აქ მცხოვრებლების უსაფრთხოებაში.” ზაქარია 1999 წლიდან რეინჯერია. Ის დროც ახსოვს, როცა ნაკრძალში მუშაობა უფრო მოხალისეობრივი იყო, ვიდრე სამსახური. ,,Ბუნება უნდა გიყვარდეს, სხვანაირად აქ ვერ იმუშავებ.”

ნაკძალის გურგენიანის მხარეს, მდინარე ნინოსხევთან, მარტივი კონსტრუქციის ხის ხიდების რუტინულ შემოწმებაზე რეინჯერი ამბობს: “ზოგჯერ ამ ტიპის ხიდების დაგება სეზონზე 3-4-ჯერ გვიწევს, რადგან ამინდისა და წვიმების მიხედვით, წყლის დონე იცვლება. Ამ სიგრძის ხიდი ხვალ შეიძლება საკმარისი აღარ იყოს.”

Რეინჯერები პატრულებისას ცხენებით დადიან. ცხენები გვყავს და ყველა საჭირო აღჭურვილობაც გვაქვს. Ძალიან ყურადღებით ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს. თუ ბუნება არ გიყვარს, აქ ვერ იმუშავებ. Როცა მზე ამოსვლას იწყებს, ეს ადგილი თავად გიხმობს,”ამბობს ზაქარია ტოროშელიძე.

ლაგოდეხის ნაკრძალის ფლორა

Რეინჯერი კახა ბიკაშვილი, რუტინული პატრულირების დროს, ხამანწკის სოკოს აგროვებს.

Რეინჯერი აკაკი მოდებაძე ამბობს, რომ ნაკრძალში საფრთხეების აღმოჩენა და დამთვალიერებლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა ყოველდღიური გამოწვევაა.

ზაქარია ტოროშელიძე ნაკრძალში 1999 წლიდან მუშაობს რეინჯერად. ამ დროის მანძილზე ის ბევრი ცვლილების მომსწრე გახდა. 
“13 წელია გურგენიანის უბნის უფროსი რეინჯერი ვარ. ვერც შევადარებ წინა წლებს. ახლა ყველაფერი გაუმჯობესებული და დახვეწილია. ადრე ძალიან ბევრი ბრაკონიერობა იყო, ახლა იშვიათად. Როგორც კი აღმოვაჩენთ, კანონის შესაბამისად ვიქცევით.”

რეინჯერი ალექსანდრე შაორშაძე დამთვალიერებლებს  ნაკრძალში, გურგენიანის უბნის შესასვლელში ელოდება. Მისი თქმით, ბრაკონიერობის საწინააღმდეგო ღონისძიებების გამო, დღეს მათ ნაკრძალის ბიომრავალფეროვნებით უფრო მეტად შეუძლიათ ისიამოვნონ, ვიდრე წარსულში. ,,იმ სახეობების პოპულაციამ, რომლებზეც ვფიქრობდით, რომ იშვიათად ვიპოვიდით, გამრავლება დაიწყეს. კამერებშიც ხშირად ვხედავთ ხოლმე.”

Რეინჯერი მამუკა გოგოლაძე მდინარეს კვეთს, რომ გურგენიანის ბილიკზე გადასასვლელი ხიდის შეკეთებაში დაეხმაროს.

მდინარე შრომისხევი


ფოტო-პროექტი მომზადებულია Chai Khana-ს Fellowship-ის პროგრამის ფარგლებში. გაზაფხული, 2023


ეს ფოტო-ისტორია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდისა პოზიციას

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია