რას ფიქრობთ მაშინ, როდესაც ოცნებობთ სახლზე

რას ფიქრობთ მაშინ, როდესაც ოცნებობთ სახლზე

05.08.19
რეპროდუქციული ჯანმრთელობა პოლიტიკური საკითხია, გადამწყვეტი ქალების გაძლიერებისთვის, სოციალური სტატუსისთვის, ჯანმრთელობისთვის და არჩევანის უფლებისთვის. იმისთვის, რომ ამ თემისთვის ვიზუალური განზომილება მეპოვნა სიტყვა “რეპროდუქციის” სხვა მნიშვნელობებზეც ვფიქრობდი. მინდოდა, საარქივო მასალა გამომეყენებინა და იმ ქალების ხმაც გამეგო, რომლებსაც ამ საკითხის შესახებ ცოდნა არ ქონდათ. არქივის “რეპროდუსირებამ” კი სხვადასხვა პერიოდის ქალების დიალოგამდე მიმიყვანა, იმ გამოწვევებამდე და წარმოდგენებამდე, რომლებიც განსხვავებული დროითი განზომილების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიუხედავად საერთო გვაქვს.  

ამ შემთხვევაში, დიალოგსაც “რეპროდუსირების” მნიშვნელობა აქვს, რადგან საუბარი ქალის ფუნქციაზე, მისთვის საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრულ სივრცეში ხდება. ეს ციტატა, პირადი დიალოგის მცდელობაა იმ ქალებთან, რომლებსაც ამ “საკრალური ორგანიზმიდან” თავისი პროტაგონისტების გათავისუფლება უნდათ.