ქვა მესროლეთ და ტაში დამიკარით

რეჟისორი: მარიკა ეჯიბია

13.12.20

ერეკლე დეისაძისთვის ხელოვნება წინააღმდეგობისა და პროტესტის გამოხატვის საუკეთესო ფორმაა. მწერალი, მუსიკოსი და პოეტი გვიზიარებს, როგორ რეაგირებს ის ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე მწვავე პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. აღიარებს, რომ 10 წლის წინ ცხოვრება მოსაწყენად ეჩვენებოდა და ცვლილებები უნდოდა. წიგნის პროვოკაციული სათაურით და პერფორმანსებით სინამდვილეში ცდილობდა გაეგო, რაზე გაღიზიანდებოდა ხალხი და მოუტანდა თუ არა ეს მას პოპულარობას. წლების შემდეგ, მისი წარმოდგენები შეიცვალა, თუმცა გაბრაზების მიზეზი სულ აქვს. 

 

ფილმი მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.