სხეული, როგორც გალია

რეჟისორი: სოფო აფრიამაშვილი

22.01.21

ერთი წლის წინ მაკო ბერიძე, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ საკუთარ სხეულში თავს ისე იგრძნობდა, როგორც გალიაში. მას არც ტკივილი აწუხებს, გონებაც ფხიზელი აქვს, მაგრამ 41 წლის ასაკში, გამომცემლობის ხელმძღვანელისთვის ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვლა. მაკოს ამიოტროფიული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, რაც კუნთების ატროფიას ნიშნავს. დაავადება სწრაფად პროგრესირებს. მეცნიერებს მკურნალობის ეფექტიანი მეთოდისთვის ჯერ არ მიუგნიათ, მაგრამ მაკო საკუთარ დიაგნოზთან შეგუებას არ აპირებს და დაავადებასთან ბრძოლას სხვადასხვა გზით ცდილობს.

ვიდეო მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.