ციფრული მოხეტიალეები

17 min.

ციფრული მოხეტიალეები

23.06.21

პანდემიით გამოწვეულმა რეალობამ ადამიანებს ტრადიციულ სამუშაო გარემოზე უარი ათქმევინათ და სრულიად ახალი პერსპექტივა დაანახათ. 

ჟურნალისტი და ვებდიზაინერი ჯენი ტელეკომპანიას ტოვებს და მუშაობას ონლაინ სივრცეში აგრძელებს. სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის პანდემიამ სამუშაო კულტურა მნიშვნელოვნად შეცვალა. ახალმა რეალობამ ისინი “ციფრულ მოხეტიალეებად” აქცია.  მუშაობის პირობებს, გარემოს და რეჟიმს თავად ირჩევენ და ოფისში გატარებულ საათებზე უარს ამბობენ.

ჯენი, მაგალითად, მთელ სამუშაო პროცესს მობილური ტელეფონით მართავს, ამიტომ შეუძლია, საქართველოში ახალი ცხოვრების დაწყების გადაწყვეტილება ერთ დღეში მიიღოს და პარალელურად, ამერიკაში მუშაობა განაგრძოს. 

2020-2021 წლებში, ჯენის გარდა, ასეულობით უცხოელმა აირჩია  საქართველო სამუშაო და საცხოვრებელ ადგილად. 

წელიწადზე მეტია საქართველო, პროექტის “იმუშავე საქართველოდან” ფარგლებში, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან დისტანციურად მომუშავე ადამიანებს იწვევს. რეჟისორი ქეთი გიგაშვილი ფილმში “ციფრულ მოხეტიალეებს” გვაცნობს.

 


გამოცემულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის, COBERM-ის, ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ორგანიზაცია Chai Khana. გამოცემის შინაარსის ევროკავშირისა (EU) ან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პოზიციად აღქმა დაუშვებელია.