ცხოვრება ომის შემდეგ

8 min.

ცხოვრება ომის შემდეგ

26.09.21

სასტუმრო ივერია თბილისის ცენტრში, როგორც ომისა და დევნილობის სიმბოლო

 

1992- 1993 წლებში, ქართულ- აფხაზური ომის დროს, სასტუმრო “ივერია” ერთ-ერთი პირველი შენობა იყო, რომელიც დევნილთა ვერტიკალურ ჩასახლებად გადაიქცა. დაახლოებით 13 წელი ის იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი იყო. ამ ვიდეოს გმირმაც, ნონამ, დევნილობის წლების თითქმის ნახევარი ივერიაში გაატარა. სასტუმროს ეს შენობა დევნილთა ერთგვარ მიკრო სამყაროდ იქცა, რომელმაც რამდენიმე დაკარგული ქალაქი ერთ კორპუსში მოაქცია. ცენტრში ცხოვრების მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ მაინც იზოლაციაში იყვნენ. 

 

2004 წელს “ივერია” გაიყიდა. ვარდების რევულიციის შემდეგ, ქალაქის ცენტრიდან დევნილობის კვალიც ნელ-ნელა ქრება. 30 წლის შემდეგ ქვეყანაში არიან დევნილები, რომლებიც ბინის მიღებას დღესაც ელოდებიან.