ანას პროცესი

რეჟისორი: მარიამ ჯაჭვაძე, თამარა მშვენიერაძე

08.03.23

 

თუ ქვეყანა კანონს ეფუძნება, მაშინ ჩვენი ქვეყანა ეფუძნება კანონებს, რომლებსაც დღიდან მისი დამოუკიდებლობისა, კაცები ქმნიდნენ. 

დაახლოებით ამდენივე ხანია სწორედ კაცების დარწმუნების ფასად ცდილობდნენ პარლამენტარი ქალები გაეტანათ ისეთი კანონები, რომლებიც  ქალებს ძალადობისგან, დისკრიმანაციისგან, ჩაგვრისგან დაიცავდათ. 

"ანას პროცესი" გვიყვება ქალი ადვოკატის შესახებ, რომლისთვისაც სწორედ ასეთი  კანონები იქცა ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად. მათი დახმარებით  ანა ახერხებს, რომ ათობით უიმედო საქმე სასამართლომდე მიიტანოს და მოიგოს კიდეც.   

თუმცა, ერთ წაგებულ საქმესაც თავისი ფასი აქვს და დიდი ზიანი შეიძლება მოუტანოს ასობით ქალს, ბავშვს, მოხუცსა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს.

პატრიარქალურ საზოგადოებაში ანა თავადაც უნდა გადარჩეს. 

როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატს, მასაც უწევს გამოცდის ჩაბარება კაცი დეპუტატების წინაშე, რომელთა კითხვებიც ხშირად საქმესთან კავშირში სულაც არაა. 

ანას წარუმატებლობისა და წარმატების კვალდაკვალ, მაყურებელი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური და სოციალური გამოწვევების მოწმე ხდება.

 

დისკუსია თამარ ცხადაძესთან

რეჟისორები მარიამ ჯაჭვაძე და თამარა მშვენიერაძე ფილოსოფოს თამარ ცხადაძესთან ერთად საუბრობენ ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებზე — რა ხდის შეუძლებელს ქალების საჯარო პოზიციონირებას, რა მეთოდებს იყენებენ მათ წინააღმდეგ და როგორ უქვემდებარებს პატრიარქალური კულტურა ქალობას საკუთარ ინტერესს, შეინარჩუნოს ძალაუფლება.

 

 
გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია