საოკუპაციო ხაზთან ახლოს, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა

ფოტოგრაფი: დარო სულაკაური
20.04.23

სამხრეთ ოსეთის მიმდებარე სოფლებში, ცხოვრება უკიდურესად მძიმეა. Რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ, რეგიონში რუსული ჯარებია ჩაყენებული.  გატაცებებს, უკანონო დაკავებებს, ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციას რეგულარული ხასიათი აქვს. Რუსული სამხედროები  საოკუპაციო ხაზთან გავლებულ ე.წ. საზღვარს ყოველდღიურად წევენ და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ნელ-ნელა უფრო უახლოვდებიან. 

ახლაც მბურძგლავს 2008 წლის ომი რომ მახსენდება. Ჩემი სოფელი დაიბომბა,  Ხალხი დაიღუპა. Მე და ჩემი ოჯახი გორში წავედით, მაგრამ იმავე წელს უკან დავბრუნდით,იხსენებს 23 წლის მარიამ ლომსაძე. Მარიამმა უნივერსიტეტი დაამთავრა და სოფელ ზემო ნიქოზში ცხოვრობს, თბილისიდან 67 კილომეტრში, რუსეთის მიერ კონტროლირებული სამხედრო საგუშაგოს გვერდით. 

Მარიამ ლომსაძე  საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან სოფელ ზემო ნიქოზში, სამხრეთ ოსეთის რეგიონის მახლობლად.  Მარიამი ცხინვალში დაიბადა, რომელსაც დღეს საქართველო ვერ აკონტროლებს. Მარიამის დაბადების შემდეგ, მშობლები ზემო ნიქოზში გადავიდნენ საცხოვრებლად და დღესაც იქ არიან.
2008 წლის ომი რომ მახსენდება, მაკანკალებს. ჩემი სოფელი მაგრად დაიბომბა. გორში გავიქეცით, მაგრამ იმავე წელს დავბრუნდით უკან. Ხალხი დაიღუპა და სახლები დაინგრა.

Მარიამ ლომსაძე სოფელ ზემო ნიქოზში,  რუსი სამხედროების მიერ გაბმულ მავთულხლართებს ნუშის ნაჭუჭებს ესვრის. Მარიამი ცხინვალში დაიბადა, რომელიც დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულია.  Მარიამის დაბადების შემდეგ, მშობლები ზემო ნიქოზში გადავიდნენ საცხოვრებლად და დღემდე იქ არიან.
ახლაც ჟრუანტელი მივლის, 2008 წლის ომი რომ მახსენდება. მაშინ Ჩემი სოფელი ძალიან დაიბომბა. ცხინვალი მენატრება," ამბობს მარიამი.

18 წლის მარი მელაძე დედასთან ერთად სოფელ ოძისში ცხოვრობს, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონის გვერდით მდებარეობს. 
Სულ ყურადღებით უნდა იყო, სად მიდიხარ. Შეიძლება რუსმა სამხედროებმა გაგიტაცონ. არის ადგილები, სადაც ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. საზღვრები ჩანს, ზოგიერთ ადგილას ჩვენ ვიცით, რომ გავლა არ შეიძლება,”ამბობს მარი.

Მარი მელაძე, 18 წლის. ამ ფოტოზე სკოლის გამოსაშვები პერანგი აცვია და სოფელ ოძისის პატარა ხიდზე ზის. ოძისი 2008 წლის ომის დროს, რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიიდან არც თუ ისე შორს არის. აქედან 20 ნაბიჯს თუ გადავდგამ, უკვე სახიფათოა,ტერიტორიას რუსი სამხედროები აკონტროლებენ.

ეს სიტუაცია იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს მომავალს ართმევს. Სიღარიბე და უმუშევრობა უმწვავესი პრობლემაა, შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია: იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე მათგანმა უნივერსიტეტში ჩაბარება შეძლო, ფინანსებისა და მხარდაჭერის ნაკლებობის გამო, უფრო მეტ დროს დაბალანაზღაურებად სამუშაოზე ატარებენ, ვიდრე აუდიტორიაში.

Მარი მეგობრებს ონლაინ ელაპარაკება და ტელეფონიდან სწავლობს. Სკოლა დავამთავრე, მაგრამ წელს ოცნება ვერ ავიხდინე და უნივერსიტეტში სწავლა ვერ გავაგრძელე. ფსიქოლოგობა უნდა, მაგრამ ფინანსური პრობლემებისა და ოჯახის წევრის დაკარგვის გამო, ვეღარ შეძლო.
არ ვაპირებ დანებებას, თბილისში სადმე სამსახურს ვიპოვი, ფულს შევაგროვებ და გამოცდებისთვის დავიწყებ მომზადებას. Რაც ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერს გავაკეთებ, რომ გამოცდებზე გამსვლელი ქულა მივიღო და ფსიქოლოგია ვისწავლო."

Ჩემი სოფელი ისეთი იზოლირებულია, საერთოდ არაფერი ხდება. რუსები ძალიან ახლოს არიან, არავინ იცის, რა მოხდება…როცა ბლოგპოსტი სოფელში ჩაიკეტა, ბევრი ოჯახის წევრებისგანაც იზოლირდა,ამბობს მარი

Სოფელ ოძისის სკოლაში მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება ხალისით აღნიშნეს. Მათ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩაბარებისა და საოცნებო კარიერის არჩევის იმედი ჰქონდათ. თუმცა, სტუდენტების უმრავლესობისთვის, საუნივერსისტეტო ცხოვრებას დიდი ფასი აქვს. Პარალელურად,  სუპერმარკეტში, ან სავაჭრო ცენტრებში უნდა იმუშაონ, ღამეების გათენებაც უწევთ. 

19 წლის დიანა გოგოლაძე ჭიათურიდან არის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციების დასრულების შემდეგ, პირდაპირ სამსახურში გარბის. ოჯახი მას ფინანსურად ვერ ეხმარება, ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედზეა. “დღე-ღამეში 2-3 საათი მძინავს. Სამსახურიდან სახლში გავრბივარ, ცოტა ვფხიზლდები და მაშინვე მეცადინეობას ვიწყებ. Მერე ლექციებზე მივრბივარ, იქიდან პირდაპირ სამსახურში. Შევეჩვიე ამ რუტინას, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო რთული ასატანი ხდება. ორი საათი გზაში ვარ, ექვსი საათი აუდიტორიაში, თორმეტი საათი სამსახურში. გამოცდების დროს განსაკუთრებით რთულია. თითქმის ყველა სტუდენტი ვმუშაობთ. ცოტა გვძინავს, ეს სწავლაზე აისახება, რასაც ყველაზე მეტად განვიცდი,”ამბობს დიანა.

დიანა გოგოლაძე, 19 წლის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. თბილისში, თავის ნაქირავებ ბინაშია.
Სამართალს ვსწავლობ, მესამე კურსზე ვარ. კვირაში 500-600 გვერდი მაქვს წასაკითხი. ყველგან ვკითხულობ: ავტობუსში, სამსახურში, მეტროში, სახლამდე ფეხით რომ მივდივარ მაშინაც. თუ ტელეფონზე სქროლვას შევყევი, ჩემს თავზე საშინლად ვბრაზდები, რომ ეს დრო კითხვას წავართვი. ტელეფონს მაშინვე გადავდებ ხოლმე, ამბობს დიანა.
ნუ დაელოდები ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას, ეს შენი გასაკეთებელია: სწავლით და შრომით.

Რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან, სტუდენტების ბრძოლა გადარჩენისთვის კიდევ უფრო აუტანელი გახდა.  Რუსების მიგრაციის ახალმა ტალღამ თბილისში ბინის ქირის ფასები რეკორდულად გაზარდა. ბინის დაქირავება მათთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა. Ბოლო რვა თვის განმავლობაში სტუდენტები საშინელ კონკურენციაში აღმოჩნდნენ; უფრო მეტი უნდა ემუშავათ, უფრო შორ მანძილზე ევლოთ და ამის პარალელურად, კარგი ნიშნებიც მიეღოთ.

დიანა გოგოლაძე გლდანში, სადაც ის 12-საათიან ცვლაში მუშაობს. ყავის სტენდთან ვდგავარ და ყავას ვყიდი. დღე-ღამეში 2-3 საათი მძინავს მხოლოდ. Სამსახურიდან სახლში გავრბივარ, ცოტას ვფხიზლდები და მეცადინეობას ვიწყებ. Მერე ლექციებზე მივრბივარ, იქიდან პირდაპირ სამსახურში. Შევეჩვიე ამ რუტინას, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო რთული ხდება. ორი საათი გზაში ვარ, ექვსი საათი აუდიტორიაში, თორმეტი საათი სამსახურში. გამოცდების დროს განსაკუთრებით რთულია. Სტუდენტების უმრავლესობა ვმუშაობთ. ცოტა გვძინავს. ეს სწავლაზე აისახება, რასაც ყველაზე მეტად განვიცდი.

ყველგან ვკითხულობ: ავტობუსში, გაჩერებაზე, სამსახურში, მეტროში. სწავლისთვის დროს ვერ გავაცდენ, ამბობს დიანა.

აქ დროებით ვცხოვრობ, სხვა მდგმურებთან ერთად. Ბინის ქირა ძალიან გაძვირდა, ამიტომ რთულია მარტომ იქირავო. ბევრი სტუდენტი ვიცი, რუსთავში რომ დაიქირავა ბინა, შორს კია, მაგრამ თვეში 100-200 ლარს იხდიან. თბილისთან შედარებით ბევრად ნაკლები გამოდის, აქ 500 ლარიდან იწყება ფასები," ამბობს დიანა. 

დიანა საწოლში კითხულობს წიგნს, ნაქირავებ ბინაში, დიღმის მასივში, თბილისი.

“ამ წელს ძალიან კარგად ვისწავლი და ოცნებას ავიხდენ. ფსიქოლოგი გავხდები, თბილისში ჩავაბარებ და პარალელურად,  ტატუს არტისტად ვიმუშავებ,”ამბობს მარი.

მარიამი სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და ისიც დარწმუნებულია, რომ შრომა და თავდადება დაუფასდება და შვილთან ერთად  უკეთესი მომავლი ექნება. 

დაჩი უკვე 4 წლის არის და იცის, რომ დედა უნივერსიტეტში სწავლობს, თუმცა დღის ბოლოს მასთან აუცილებლად დაბრუნდება.

23 წლის მარიამ ლომსაძე და მისი 4 წლის შვილი - დაჩი სოფელ ზემო ნიქოზში, საკუთარ სახლში. 
Მე ისევ სტუდენტი ვარ. დაჩიმ იცის, რომ უნივერსიტეტში დავდივარ და დღის ბოლოს აუცილებლად დავბრუნდები მასთან სახლში.მარიამი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიას სწავლობს სამაგისტრო კურსზე.

23 წლის მარიამ ლომსაძე სოფელ ზემო ნიქოზში ცხოვრობს.  მაშინ როცა თავისი შვილი სახლში თამაშობს, მარიამი მეცადინეობს.
Პირველ კურსზე ვიყავი დაჩი რომ გავაჩინე. გამოცდების დროს განსაკუთრებით გამიჭირდა სწავლა, Მაგრამ მაინც მჯერა, რომ როცა რაღაც გულით გინდა, აუცილებლად გამოგივა. ეს კუთხე ჩემი საყვარელი ადგილია სამეცადინოდ.

დიანაც საკუთარი მომავლისთვის დამოუკიდებლად იბრძვის. ის თავის უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანების წევრია, რომელსაც მხარს ევროკავშირი უჭერს. Სტუდენტები ქვეყანაში ხარისხიან უმაღლეს განათლებას მოითხოვენ. 

“Სტუდენტები მარტო ვართ. ფაქტობრივად, დაღუპვის პირას. ვამთავრებთ უნივერსიტეტს და არ ვიცით მერე სად წავიდეთ, სად ვიმუშაოთ და როგორ განვვითარდეთ,”ამბობს დიანა.

“ახალგაზრდებს ბაკალავრის ხარისხი აქვთ და მხოლოდ სუპერმარკეტში ახერხებენ დასაქმებას. ეს მხოლოდ განათლების ბრალი არ არის, მთლიანად სისტემის პრობლემაა. ერთხელ ვცხოვრობთ და ყველას უნდა გვქონდეს შესაძლებლობებით სავსე, ნორმალური ცხოვრება. ამიტომ მიდის უამრავი ადამიანი ემიგრაციაში. ვერ ეტყვი ვერავის ამ ქვეყანაში დარჩიო, თუ მას გარემოს არ შეუქმნი. Სამყაროს შეცვლას არ ველოდები,  სწავლით და შრომით ჩემს ცხოვრებას შევცვლი უკეთესობისკენ.”

ფოტოპროექტი მომზადებულია Kulbroan-ისა და Chai Khana-ს თანამშრომლობის ფარგლებში, "ახალი დემოკრატიის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია