სახლი მრუმეა

15 min.

სახლი მრუმეა

23.06.23

სამშობლოში ახლახანს დაბრუნებული რეჟისორი ცდილობს კავშირი აღადგინოს იმ სივრცესთან, რომელსაც აქამდე ეკუთვნოდა. აკვირდება ცვლილებებს და ძალიან უჭირს იმ მკვეთრი ტრანსფორმაციის ახსნა, რომელსაც დღევანდელობასა და იმ რეალობას შორის ხედავს, რომელიც წასვლისას დატოვა.

სამშობლოში ორი წლის შემდეგ დაბრუნებული რეჟისორისთვის ყოველდღიურობასთან შეგუება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოიდგენდა. ორი წელი - ძალიან ბევრია, თუ არც თუ ისე ბევრი? შესაძლებელია, რომ ისევ სახლში იგრძნოს თავი, თუ სამუდამოდ გაუცხოებული დარჩება?
ვიზუალური ესეს მაყურებელი პერსონაჟის მოგზაურობას მიჰყვება, რომელიც აკვირდება მისთვის და საზოგადოებისთვის საერთო ღირებულებებს და ცდილობს გაიგოს, რა იწვევს მათ თანდათანობით გადაგვარებასა და ხრწნას.


ეს ვიზუალური ესე მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.