პირ-იქით

35 min.

პირ-იქით

22.02.24

ფილმი აკვირდება რუსული ჭურვით დაზიანებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენით სამუშაოებს და მის გარშემო ცხოვრებას.

კავკასიონის პირიქით, სასაზღვრო ზონაში ცისკარაულების საგვარეულო კოშკს აღადგენენ. სოფელი ახიელი, სადაც კოშკი დგას, გარესამყაროს მთლიანად მოწყვეტილია. აქ არც მობილური ტელეფონი იჭერს და შემოდგომაზე მისასვლელი გზაც იკეტება. ზამთარში მხოლოდ ორი კაცი რჩება და  ფაქტობრივად, ეს ორი კაცი აცოცხლებს სოფელს და ამაგრებს საქართველოს საზღვარს.


2001 წელს, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, რუსეთიდან შემოჭრილმა ავიაციამ ჭურვი ესროლა და დააზიანა 16-17-ე საუკუნით დათარიღებული ცისკარაულების საგვარეულო კოშკი, რომელიც დღემდე შემორჩენილი, ერთადერთი მთლიანობა შენარჩუნებული კოშკია არხოტის ხეობაში.  მომდევნო ზამთრისთვის რომ გაეძლო, ძეგლზე სასწრაფო აღდგენითი სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო.


2023 წლის ზაფხულში, საქართველოს ეროვნული ფონდის ძალისხმევით, ბრიტანული და ფრანგული საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, კოშკის აღდგენაზე არქიტექტორ-რესტავრატორებისა და მოხალისეების საერთაშორისო ჯგუფმა იმუშავა. ფილმი სწორედ ამ პერიოდს ასახავს: იქ მყოფ ადამიანებს, მათ რწმენებს, გარემოებებსა და ატმოსფეროს, რომელიც ამავდროულად, კავკასიონის პირიქით, სოფლის მცხოვრებლების იზოლაციაზე და მათ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ყოფაზე ჰყვება.