loading
არქივი

გარემოვაჭრეები თბილისის ურბანულ ლანდშაფტში

არქივი

სტატია, რომელსაც ეცნობით, Chai Khana-ს არქივის ნაწილია. არქივი აერთიანებს 2015-2024 წლებში გამოქვეყნებულ მასალებს.

ჟურნალის თაროებს გარეთ ნიავი არხევთ, ფერადი სვიტრებისა და წინდების შესანახად თაროებად გადაკეთებული მუყაოს ყუთებიც იქვეა. ამ წინდებზე საქართველოს საიმიჯო სურათებია გამოსახული. გახსნილი კოლოფიდან ზოგიერთი გამყიდველი საგულდაგულოდ გადარჩეულ სიგარეტის ღერებს ყიდის. თავიანთი სადგომებიდან გამვლელებს ფასებს ხმამაღლა გასძახიან, ცოცხალი ვაჭრობა აქვთ გაჩაღებული. ტროტუარის კიდეზე მოხუცი კაცი ზის, გაცვეთილი ჯემპრის მკლავები აწეული აქვს,  შოკოლადის ფილა ხელში აქვს ჩაბღუჯული და პოტენციურ მყიდველებს ეპატიჟება. ამ ურბანულ კაკაფონიაში Შიგადაშიგ Მიუსაფარი ძაღლების ყეფაც ისმის.

ქუჩის ვაჭრობა თბილისის ურბანული კულტურის ნაწილი იყო. Მე-19 საუკუნეში ქალაქის უბნებში ვაჭრობა ყვაოდა. Მდინარე მტკვარში დაჭერილ თევზებს პირდაპირ ქუჩებში ყიდდნენ; იქვე სპეციალურად მოწყობილ ადგილებში, რომლებსაც სირაჯხანას ეძახდნენ, ღვინო და არაყი გამოჰქონდათ გასაყიდად. Წლებთან ერთად ამ ტრადიციამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. 

ქუჩის ვაჭრობას ოფიციალურად საფრთხე პირველად 2007 წელს დაემუქრა. ამ პერიოდში იწყება არაფორმალური სავაჭრო ფართების პრივატიზება; პატარა ჯიხურებისა და დახლების საზოგადოებრივი ადგილებიდან განდევნა და მათი სუპერმარკეტებით და თანამედროვე სავაჭრო ცენტრებით ჩანაცვლება. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქუჩის მოვაჭრეები თანდათან ისევ ჩნდებიან საჯარო სივრცეებში, ძირითადად, ტროტუარებზე. თუმცა, 2017 წლის პირველ ნახევარში მთავრობის ინიციატივებმა, რომელიც კონტროლის გამკაცრებას ისახავდა მიზნად, გარე ვაჭრობა აკრძალა. Მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეების ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანით ახსნა. Მათი თქმით:  ,,ის, რაც ქალაქს ვიზუალურად აუშნოებს, უნდა მოვაცილოთ.”.

გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით Ბოლო ინციდენტი 30 მარტს მოხდა. სიტუაცია ვაგზლის მოედნის მეტროსთან და დეზერტირების ბაზართან გამწვავდა, როცა თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დახლების დემონტაჟი დაიწყო. ინფორმაცია თავად დეპარტამენტმა გაავრცელა, სადაც მიუთითებდა, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გარე მოვაჭრეებმა კანონი არ დაიცვეს. 

,,30 წელია ეს ხალხი აქ ვაჭრობს, ბიუჯეტში მათგან ერთი თეთრი არ შედის. Პარალელურად, ეს ხალხი პენსიისა და ხელფასის გაზრდას ითხოვს. Მაგრამ, ეს როგორ უნდა მოხდეს? Ჩვენ ვაჭრობაში საერთოდ არ ვერევით. უბრალოდ, იქ უნდა ივაჭრონ, სადაც ნებადართულია,”ამბობს მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ტელეკომპანია ,,მთავარის” 2024 წლის 30 მარტის საინფორმაციო გამოშვებაში. 

ამ საკითხზე ისაუბრა თბილისის მერმა კახა კალაძემ  24 იანვარს თათბირზე: ,,იმისთვის, რომ ჩვენი ლამაზი ქალაქის იერსახე შევინარჩუნოთ და ქუჩის ვაჭრობის ქაოსისგან დავიცვათ [...], ჩვენი თანამშრომლები დაუღალავად, დღე და ღამე მუშაობენ.

გარე ვაჭრობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით რეგულირდება. 2023 წელს კოდექსში ცვლილებები შევიდა, რითაც უკანონო ვაჭრობის შესახებ რეგულაციები გამკაცრდა: ჯარიმები 20-დან 50 ლარამდე მერყეობს. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ჯარიმა 50-დან 100 ლარამდე იზრდება და ზოგიერთ შემთხვევაში, 7 დღემდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს.

ქალაქის ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ღონისძიებები თბილისის ურბანული ლანდშაფტის გაუმჯობესებისთვის შემოიღეს, თუმცა ამ გადაწყვეტილების გავლენა მოვაჭრეებზე და ზოგადად, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ კონტექსტზე, მოქალაქეების ნაწილში შეშფოთებას იწვევს.

ახმეტელის თეატრის მეტროსთან გაზეთების რამდენიმე ჯიხურია. გამვლელებს ისინი თვალში აუცილებლად მოხვდებათ. ერთი სტენდი პენსიონერი გელა ბერიძის არის, 30 წელია გელა აქ ვაჭრობს. გაზეთების ჯიხურებზე რეგულაციები გაცილებით მსუბუქია. გელა ამას შემდეგნაირად ხსნის: ,,ხელისუფლების გზავნილებმაც როგორმე ხომ უნდა მიაღწიოს ხალხამდე?! Ჩემს ჯიხურს მნიშვნელოვანი როლი აქვს ინფორმაციის გავრცელებაში.”

გარე ვაჭრობის შეზღუდვები გაზეთების ჯიხურებისგან განსხვავებით, არ ვრცელდება ყვავილებისა და წიგნების გამყიდველებზე. ეს იმ მოვაჭრეებს ეხებათ, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტს ყიდიან. Მათ შორის უმრავლესობა პენსიონერია. ისინი ქუჩაში უნებართვოდ ვაჭრობენ. ასაკის გამო, ვერც სხვაგან საქმდებიან, ამიტომ გარე ვაჭრობა მათთვის და მათი ოჯახებისთვის ზოგჯერ შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

გარე მოვაჭრეები პროდუქტსა და ნივთებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან იღებენ. Მაგალითად, ის ვინც ტანსაცმლით ვაჭრობს, ლილოს ბაზრობაზე საგულდაგულოდ არჩევს ტანსაცმლის ზომასაც და მოდელსაც. ლოჯისტიკის სირთულისა და ტრანსპორტირების ხარჯის მიუხედავად, მოვაჭრეებს მაინც უღირთ თავიანთ კლიენტებს მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზონ. შეხვდებით ისეთებსაც, რომლებიც მხოლოდ ჩურჩხელას ყიდიან, კახეთიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან  სპეციალურად ჩამოაქვთ. არაერთი გამოწვევის მიუხედავად, ამ რთულ სოციალურ მდგომარეობაში, გარე მოვაჭრეები მაინც მტკიცედ განაგრძობენ ქუჩაში დგომას და ვაჭრობას.

გარემოვაჭრეების რაოდენობის ზრდა, რომლებსაც ნებართვა არ აქვთ, პარალელურად მაშინვე აჩენს კითხვებს საფეხმავლო ბილიკებზე მოძრაობის გადატვირთულობასა და სანიტარულ ნორმებზე. ამის საპასუხოდ, ქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში ზედამხედველობის სამსახური შექმნა. Მისი გუნდი პერიოდულად ამოწმებს იმ ადგილებს, სადაც ყოველდღიურად ბევრი გარემოვაჭრე იყრის თავს, მაგალითად, ახმეტელის თეატრთან, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას, ვარკეთილს. Მათი მთავარი პასუხისმგებლობაა ეს ადგილები დაცალონ და გაათავისუფლონ უკანონო ვაჭრობისგან.

Მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ჯონი მაჭავარიანი ამბობს, რომ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები არა მხოლოდ აღასრულებენ რეგულაციებს, არამედ მოვაჭრეებს პრაქტიკულ გადაწყვეტილებებსაც სთავაზობენ. Მაგალითად, ეხმარებიან ახლომდებარე კერძო ბაზრობებისა და რაიონის  გამგეობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში, რომ მათთვისაც გამოიძებნოს ალტერნატიული სავაჭრო დახლები იმ ადგილებში, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ყიდვა-გაყიდვა. ჯონი მაჭავარიანისთვის ამ პროცესში კომუნიკაცია და თანამშრომლობა ყველაზე მნიშვნელოვანია: ,,სანამ ტერიტორიას გავასუფთავებთ, წინასწარ გაფრთხილებას ვუგზავნით გარემოვაჭრეებს. Ბაზრობების მენეჯმენტთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ, რომ ორივე მხარისთვის სასარგებლო შეთანხმებამდე მივიდეთ. Ხშირად ქირის ფასს ვაკლებინებთ.”

ახმეტელის თეატრთან, გარემოვაჭრეებს მეტროს შესასვლელი აქვთ დაკავებული. ეს ფეხითმოსიარულეთა გადაადგილებას აფერხებს. პროდუქტის გაყიდვა მათ ლეგალურად ახმეტელის ბაზრობაზე შეუძლიათ, რომელიც ზუსტად მეტროსადგურის მოპირდაპირე მხარესაა და რამდენიმე შესასვლელი აქვს. უახლოესი შესასვლელი მეტროდან დაახლოებით 50 მეტრშია. ახმეტელის ბაზრობის დირექტორი გია აბაზაძე ქუჩის მოვაჭრეებთან მოლაპარაკების არაერთ მცდელობაზე ყვება. Მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, მან დახლები უსასყიდლოდ შესთავაზათ და სამი თვე ქირის გადასახადისგანაც გაათავისუფლა. მიუხედავად იმისა, რომ მოვაჭრეები თავდაპირველად ამ შემოთავაზებას დათანხმდნენ, სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ისინი ისევ მეტროს შესასვლელთან დაბრუნდნენ. იმ გამყიდველებმა კი, რომლებიც ჯიხურებს ქირაობენ, ეს ფაქტი გააპროტესტეს.

 

გია აბაზაძე ამბობს, რომ მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის შემდეგ, სიტუაცია უფრო სტაბილური გახდა. გარემოვაჭრეები მეტროს შესასვლელთან მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, როცა ინსპექციის თანამშრომლების სამუშაო საათები დასრულებულია. ეს დრო რეალურად ახმეტელის ბაზრის დაკეტვასაც ემთხვევა. 

Ბაზრობაზე დახლის ქირა 200-დან 400 ლარამდე მერყეობს, დახლის ზომას გააჩნია.  მელანო  მგალობლიშვილი პენსიონერია. Მისთვის ალტერნატიული შემოთავაზება პრობლემურია, რადგან რასაც ქუჩაში ყიდის,  მუყაოს პატარა კოლოფში ეტევა და კისერზე აქვს შემოხვეული. Სამ ლიმონს ერთ ლარად ყიდის. მელანოს ბაზრობაზე ფართის ქირის გადახდა არ შეუძლია. ,,რამდენიმე ლიმონს ვყიდულობ და მერე მე ვყიდი ქუჩაში. დახლი რომ ვიქირავო, ამ დახლზე სხვა რა დავაწყო?”

თუმცა, ქირის გადასახადი ერთადერთი გამოწვევა არ არის: დიდი სავაჭრო ცენტრებისა და სუპერმარკეტების პოპულარობაც ტრადიციულ ქუჩის ვაჭრობას მნიშვნელოვნად აზარალებს.

 

თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეზერტირების ბაზრობის ადგილზე, მეტროსადგურის მოედანთან ახლოს, ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდებოდა. ორსართულიანი სავაჭრო ცენტრი, რომელიც მთლიანობაში 17.994 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, 1960-იან წლებში აშენებულ ისტორიულ დეზერტირების ბაზარს ჩაანაცვლებს. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობაზე ნებართვა უკვე გასცა, თუმცა მშენებლობის ვადები ჩვენთვის უცნობია. არც მერიას და არც დეველოპერულ კომპანიას დამატებითი ინფორმაცია ან საჯარო განცხადება მშენებლობის გეგმაზე არ გაუვრცელებიათ.

Მაკა ლომთაძე ხილით ვაჭრობს. ეს გაურკვეველი მდგომარეობა ძალიან აშინებს. მისი თქმით, არც მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს და არც ბაზრის ხელმძღვანელობას მათთან პროექტის დეტალებზე არ უსაუბრიათ. ,,აქ ვაჭრობა ჩვენთვის საარსებო წყაროა. Თუ ამას აგვიკრძალავენ, მაშინ სიღატაკისთვის გვწირავენ, ყველაფრის გარეშე ვრჩებით,” წუხს მაკა.

ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ გამოსავალი არსებობს. ის ათეული წელია ქუჩის მოვაჭრეების უფლებებს იცავს. 2012 წელს მან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა. ეს ინიციატივა მიზნად ისახავდა პარლამენტის დარწმუნებას, მიეღო კანონი, რომელიც საქართველოს ათიათასობით მოქალაქეს, თვითდასაქმების გზით, საარსებო მინიმუმის გამომუშავებას არ აუკრძალავდა და ამავე დროს, უზრუნველყოფდა გარე ვაჭრობის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას. ლაშა ჩხარტიშვილიც ხაზს უსვამს ასეთ დროს სანიტარული ნორმების დაცვის მნიშვნელობას და მოვაჭრეების თავისუფლად გადაადგილების აუცილებლობას. 2012 წლის საკანონმდებლო წინადადება ქუჩაში ვაჭრობის ნებართვებს გულისხმობდა ურბანულ ადგილებსა და გარეუბნებში, მოედნებსა და ტროტუარებზე; ასევე, რეკრეაციულ ზონებში, სადაც გარევაჭრობა ტროტუარის ნახევარზე მეტ ფართობს არ დაიკავებს. ეს ინიციატივა არეგულირებდა მალფუჭებადი პროდუქტის გაყიდვის წესსაც, რომ შესაბამისი ტემპერატურის კონტროლი ყოფილიყო.

Პარლამენტმა ეს ინიციატივა სამჯერ განიხილა, პირველი მოსმენით დაამტკიცა, თუმცა მომდევნო მოსმენების დროს მხარი აღარ დაუჭირა. ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ მთავრობის პრიორიტეტებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

,,ეს არის ქვეყანა, სადაც კულტურულ მემკვიდრეობას ხშირად ვერ ვუფრთხილდებით; მაშინ, როცა დიდი საინვესტიციო პროექტების რაოდენობა იზრდება და ამ დროს გარევაჭრობა ქალაქისთვის მთავარი პრობლემა ხდება, ეს კარგად გამოხატავს მთავრობის ღირებულებებს. ურბანული სტილისა და ესთეტიკის დაცვა იმ ადამიანების ხარჯზე არ უნდა მოხდეს, რომლებიც არსებობისთვის იბრძვიან,” ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

Მას სჯერა, რომ თუ რეგულაციებს შემოიღებენ, 10 000-მდე სამუშაო ადგილი შენარჩუნდება, რაც ავტომატურად ამდენივე ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროს შენარჩუნებასაც ნიშნავს.

ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე დარწმუნებულია, რომ ქუჩაში ვაჭრობის ტრადიცია თბილისში არ უნდა დაიკარგოს და რეგულირებისთვის შესაძლებელია დასავლური პრაქტიკის დანერგვა. Მაგალითად, შაბათ-კვირა სპეციალური ადგილების მოწყობა და მოვაჭრეებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. ის ამბობს, რომ სანიტარული ნორმების დაცვა და მოვაჭრეების სათანადო ინვენტარით უზრუნველყოფა თბილისის მერიის პასუხისმგებლობაა: ,,ეს ადგილობრივ მეწარმეებსაც წაახალისებს. თუკი ქალაქის მერია ამაში ინვესტიციას ჩადებს, არავინ იზარალებს.”


სტატია მომზადებულია Chai Khana-ს Fellowship-ის პროგრამის ფარგლებში. გაზაფხული, 2024


სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდის.