შენზე ვფიქრობდი ახლა

1 client.time.hour

რეჟისორი: მაკა გოგალაძე

შენზე ვფიქრობდი ახლა

08.07.24

საარქივო მასალა 90-იანი წლების ქუთაისის ყოველდღიურობას ასახავს.  მოქალაქეების, პოლიტიკოსების, ხელოვანებისა და ჟურნალისტების თვალით დანახული გარდამავალი პერიოდი ქვეყნის წინაშე არსებულ მწვავე და რთულ გამოწვევებზე გვიყვება.

90-იანი წლების კადრებით გაცოცხლებულ ქუთაისში გარდამავალი პერიოდის საქართველოსთვის დამახასიათებელი განწყობა ჩანს ყველგან, ოჯახურ საუბრებში, სადღესასწაულო სუფრებში, სახელოვნებო პროტესტში, საჯარო ღონისძიებებში, სატელევიზიო გადაცემებში და ქალაქის ქუჩებში. ეს პატარა ამბები ასახავს ახალი რეალობით გამოწვეულ დაბნეულობას, გაურკვეველი მომავლის შიშს, მატერიალურ სიდუხჭირეს და ქალაქის შფოთვით სავსე ყოველდღიურობას. 
ცხოვრების ახალ წესთან შეგუების პროცესში გაჩენილ შეკითხვებს დღეს თითქოს ეს სცენები სცემს პასუხს. ყველა საკითხი, რაც იმ დროს განსაკუთრებით კომპლექსური ჩანდა,  დღევანდელი პერსპექტივიდან  მარტივი და ცხადი ხდება.


ფილმი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია მაკა გოგალაძე / Chai Khana და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.