აფხაზურის გაკვეთილები

ავტორი: ქეთი გიგაშვილი

14.11.16

ლეილა, ესმა და ზურაბი უკვე 17 წელია, მსურველებს  აფხაზური ენის შესწავლაში ეხმარებიან. ეთნიკურად აფხაზი ლეილა და ესმა ომის შემდეგ ენგურს აქეთ აღმოჩნდნენ, ისინი ერთმანეთს ზურაბმა დააკავშირა. ‘აფხაზურის გაკვეთილები’  მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის  ერთგვარი გამოწვევაა,  სირთულეების დასაძლევად თითოეულს საკუთარი მოტივაცია აქვს.