ცხოვრება მოუხერხებელ ქალაქში

პატარა ბავშვი დაბინძურებული ჰაერისგან თავის დასაცავად ცხვირსახოცს იფარებს სახეზე. ეს ნახატი მიწისქვეშა გადასასვლელის კედელზეა აღბეჭდილი და მახრჩობელა ჰაერის ასოციაციებს აღძრავს. 

ნახატი მირიან შენგელიასა და dr. Love-ს (ბაჩა ხოფერიას) ერთობლივ ნამუშევართაგან ერთ-ერთია, რომელსაც თბილისის სხვადასხვა ადგილებში იხილავთ. ნახატები გვახსენებენ, რომ თბილისში, საქართველოს დედაქალაქში ჰაერის დაბინძურება მკვეთრად უარესდება. ამ ორი ქუჩის მხატვრისათვის მანქანებით  ჩახერგილი ტროტუარები, გადავსებული ნაგვის ურნები, პანდუსების არარსებობა იმ ქალაქის დამატებითი კონტურებია, რომელიც საკუთარი მაცხოვრებლებისათვის არამეგობრული გახდა.