ღმერთო, მადლობა ჩაისთვის!

ღმერთო, მადლობა ჩაისთვის!

18.10.17

მე-20 საუკუნის 50-იან წლებში გურიის დაბა ლაითურში ქართულ ენასთან ერთად რუსული, სომხური და აზერბაიჯანულიც ისმოდა. ჩაის შრომატევად კულტურაზე სამუშაოდ იქ განსხვავებული წარმომავლობის, რელიგიის და ტრადიციების მქონე უამრავი ადამიანი ჩავიდა და დიადი ინდუსტრიული მომავალის შენებაში ჩაება.90-იანი წლების დასაწყისში  წარმოება ერთბაშად შეწყდა, ჩაის გარშემო გაერთიანებული ოჯახების უმრავლესობა კი შემოსავლის გარეშე დარჩა.  დღეს ლაითურში საუბარი იშვიათად ისმის, რადგან  უმუშევრად დარჩენილი ადამიანების უმრავლესობა ჩაის სეზონზე სახლებს ტოვებს და სამუშაოდ თურქეთში მიდის. ფილმში ასახული სამი ამბავი იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრებაც ჩაიმ შეცვალა.