ემილის სათამაშო მოედანი

ავტორი: ნანა ბრეგაძე

29.05.18

საქონლის ბაზარი ემილ მასიმოვის საკვირაო სათამაშო მოედანია. ყოველ კვირა დღეს, როცა მის მშობლიურ სოფელ საბირკენდში ჯერ ისევ სიბნელეა, 12 წლის ემილი დგება და მამამისს სახლიდან 10 კილომეტრით დაშორებულ მარნეულის საქონლის ბაზარში მიჰყვება. მთელი დღის განმავლობაში, პირველი საათიდან ნაშუადღევამდე, პირუტყვის შეთვალიერება და მყიდველებთან მოლაპარაკება უწევთ.

მესაქონლეობა სოფლის მოსახლეობის ძირითადი შემოსავალის წყაროა. ყოველ შაბათს, გვიან ღამით, ახლომდებარე სოფლებიდან ხალხი მარნეულის ბაზარში იკრიბება საქონლის გასაყიდად. მასიმოვები ძროხებით ვაჭრობენ. ისინი მათ გვიან ღამით ყიდულობენ, რომ დილით უფრო მაღალ ფასად გაყიდონ.

წარმატების შემთხვევაში, მოგება 200 ლარამდე რჩებათ. ეს ოჯახის ძირითადი შემოსავალის წყაროა. მეექვსეკლასელმა ემილიმ ბავშვობიდან იცის, რომ ბევრი უნდა იმუშაოს. იგი მარტო არ არის. ბაზარში სხვა ბავშვებიც არიან.

2017 წელს გადაღებული ფილმი ემილის სათამაშო მოედანი ასახავს გარემოს, სადაც ბავშები ძალიან ადრე იწყებენ ზრდასრულ ცხოვრებას. 


ფილმი მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის დეპარტამენტთან  თანამშრომლობით.


მაისი 2018, გამოცემა იდენტობა