15 min.

აქ, ან არსად

რეჟისორი:

11.12.18

საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსული რუსი მოქალაქეების რაოდენობა იზრდება.

რატომ ყიდიან საკუთარ სახლებს რუსები და ტოვებენ საყვარელ ადამიანებს იმისათვის, რომ საქართველოში იცხოვრონ? ქვეყანაში, რომელიც რუსი მოქალაქეებისთვის არამეგობრულ გარემოდ მიიჩნევა.

ფილმი ჰყვება რუსი „ემიგრანტების” ისტორიას, რომლებიც საქართველოში ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ. ზოგიერთი მათგანი თბილისში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა, სხვები კი უკვე წლებია რაც საქართველოში ცხოვრობენ.

ბიზნესი გუდაურში, ახალი ტიპის გასართობი დაწესებულება თბილისში, ფეხსაცმელების ბიზნესი, ბარებისა და ჰოსტელების მენეჯმენტი - ეს ის საქმოანობებია, რომლითაც რუსები ახალ ქვეყანაში დაკავდნენ.

ახალ ცხოვრებასთან ერთად საქართველოში ასიმილირების, ენისა და ქართული კულტურის  სწავლის სურვილი აქვთ.

საქართველოს რუსი მაცხოვრებლები ჰყვებიან, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის დროს და აქვს თუ არა გავლენა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას მათ ცხოვრებაზე.

რესპოდენტები: პაშაპანიშევა, ტატიანალოპოიან. პაველჩერემისინ, სვეტლანაჩერკაშინა, ანასტასიადიდუკ, სტანისლავმაგეი, სანაკარმუშინა, ოლგაჩარლატ


გზაზე, დეკემბერი/იანვარი 2018/2019