სამხრეთ კავკასიის რეგიონი, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, 16.5 მილიონ ადამიანს, ასობით პატარა ქალაქს, ათასობით თემს, საზოგადოებას და უთვალავ ისტორიას აერთიანებს. სამეზობლო, რეგიონი, ქვეყანა, სივრცე -ეს ყველაფერი ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე. როგორია შენი სამეზობლო და როგორ ირეკლავს ის ყოველდღიურობას? Chai Khana-ს ახალი გამოცემა ამ ამბებით ინტერესდება.