სტრიქონები

4 min.

სტრიქონები

26.01.22

როგორ ირეკლავს რელიგიური რიტუალების ხმებს თბილისის უბნების ყოველდღიურობა.

თბილისის ყველა კუთხეს თავისი ჟღერადობა და ტემპო-რიტმი აქვს. 

ხმოვან ქაოსში, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, მაინც ჩნდება ხოლმე რაღაც ჰარმონია, რომელიც ციკლურად მეორდება და ამა თუ იმ უბნის მთავარ ხმოვან შრედ იქცევა. უბნების ამ მრავალხმიან ყოველდღიურობაში დროდადრო რელიგიური რიტუალების აკუსტიკაც აღწევს. უკონტურო, დაუსაზღვრელი ხმოვანი ფენა ხშირად  ერთმანეთში აღრევს სხვადასხვა მნიშვნელობის სივრცეებს. ხმათა ამგვარი დიფუზიით დასტურდება ხოლმე სამყაროს პოლიფონიური ბუნებაც.

"სტრიქონები" თბილისის რიტუალური ხმების აუდიო-ვიზუალური დოკუმენტაციის მცდელობაა.