იმედი

ავტორი:

24.01.16

ყარაბახის ომისთვის თავის დაღწევის შემდეგ 1993 წელს მათ დიდი გზა გაიარეს, ბევრ ადგილას იყვნენ და ბოლოს ბაქოში დასახლდნენ. ორივე იძულებით გადაადგილებული პირი ბაქოში შეხვდა ერთმანეთს და აქვე იქორწინეს. ქმარი პარიკმახერია, ცოლი კი მათ 4 შვილს უვლის. უფროსი გოგონა, რომელიც 8 წლამდე ვერ ლაპარაკობდა, ახლა მუღამს მღერის (ფოლკლორულ მუსიკას). მისი ოცნება თურქეთში წასვლა და “თურქეთის ხმაში” მონაწილეობაა. ხმა მას დედისგან ერგო, რომელმაც თავად ვერ შეძლო გამხდარიყო ხანანდე (მუღამის მომღერალი) და ახლა ყველა ღონეს ხმარობს, რომ მისმა შვილმა ოცნებები აიხდინოს. ეს ფილმი არის იმედზე, სირთულეებსა და გასაჭირზე, რომელიც ამ ოჯახმა გამოიარა, იმედზე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, იქნებიან ბედნიერები და აუხდებათ ყველა ოცნება.