თბილისიდან ასხუთ კილომეტრში, გორის მუნიციპალიტეტში, ნიქოზის თემში, საზღვრისპირა სოფელ, ზემო ხვითში ოცდაერთი წლის ალექსანდრე მელანაშვილი ცხოვრობს. მელანაშვილების ოჯახი სხვა ადგილობრივი მოსახლეების მსგავსად ბაღ-ბოსტნების მეურნეობას ეწევა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სოფელი ბევრმა მოსახლემ დატოვა. მელანაშვილების ოჯახი კი სოფელში დარჩა და ცდილობენ თავიანთი მეურნეობა გააფართოვონ. მათი მეურნეობის ნაწილი გამყოფი საზღვრიდან ას მეტრშია, სადაც უკვე რუსის ჯარისკაცები დგანან. ღობის იქით ოსური სოფლებია, რომელთანაც კავშირი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყდა. სოფლიდან, ხელისგაწვდენაზე ჩანს ქალაქი ცხინვალი და მისი წითელსახურავიანი საცხოვრებელი კორპუსები.
ავტორები
შორენა ტყეშელაშვილი
შორენა პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ ყველაფერი ბლიგერობით დაიწყო. 2009 წელს, როდესაც ბლოგინგი განსაკუთრებით პოპულარული იყო, ბლოგი შექმნა და აქტიურად დაიწყო წერა. თავიდან, პირად ამბებზე, შემდეგ კი უკვე საზოგადოებრივ თემებზეც გადაერთო. ბლოგინგი დაეხმარა იმაში,რომ თავისუფლად გამოეხატა საკუთარი თავი და შესაძლებლობები. ორ წელზე მეტია ინტერნეტ- ჟურნალ " მასწავლებელის" ბლოგერი არის და განათლების თემებზე წერს, ასევე განათლების თემებზე იღებს ვიდეორეპორტაჟებს. პერიოდულად, თანამშრომლობს სხვადასხვა ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებთან.
ავტორის ისტორიები
ბაღები კონფლიქტის ზონაში
ტირძნისი საზღვრისპირა სოფელია. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს, ტირძნისელებმაც სამშვიდობოს შეაფარეს თავი. სოფელში დაბრუნების შემდეგ კი ადგილობრივმა მარიამ ბუჩუკურმა აღმოაჩინა, რომ გადატანილი კონფლიქტის შემდეგ სოფლის მაცხოვრებლები გულგრილნი გახდნენ თავიანთი პრობლემების მიმართ და გადაწყვიტა თანამოაზრეები შემოეკრიბა და პრობლემების გადაწყვეტაზე ერთად ეზრუნათ. სანამ, ორგანიზაციად ჩამოყალიბდებოდნენ და ოფისსაც იქირავებდნენ, ერთმანეთის სახლებში იკრიბებოდნენ და სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტის გზებზე მსჯელობდნენ. ,,შიდა ქართლის სათემო ფონდი მშვიდობისა და განვითარებისთვის” ოფისი, ტირძნისიდან - დიცისკენ მიმავალ გზაზეა. ოფისში მარიამი და ორგანიზაციის წევრი ქალები ყოველდღიურად იკრიბებიან. თავდაპირველად, ორგანიზაციის ოფისს ადგილობრივები “უქმრო ქალების” ოფისს ეძახდნენ, რადგან ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობა დაუოჯახებელი იყო და ისინი ფიქრობდნენ, რომ დაუოჯახებელი ქალი სასარგებლოს ვერაფერს გააკეთებდა. თუმცა, სოფლის მაცხოვრებლები დღეს უკვე ამბობენ, რომ ქალები სოფლისთვის ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებენ და სხვა ქალებსაც ეხმარებიან. მარიამი და ორგანიზაციის წევრი ქალები ადგილობრივ თვითმართველობასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა სოფლის და ქალების საჭიროებები დღის წესრიგში დააყენონ და პრიორიტეტები თავად განსაზღვრონ.
ქალები ტირძნისიდან
პატარა ბავშვი დაბინძურებული ჰაერისგან თავის დასაცავად ცხვირსახოცს იფარებს სახეზე. ეს ნახატი მიწისქვეშა გადასასვლელის კედელზეა აღბეჭდილი და მახრჩობელა ჰაერის ასოციაციებს აღძრავს. ნახატი მირიან შენგელიასა და dr. Love-ს (ბაჩა ხოფერიას) ერთობლივ ნამუშევართაგან ერთ-ერთია, რომელსაც თბილისის სხვადასხვა ადგილებში იხილავთ. ნახატები გვახსენებენ, რომ თბილისში, საქართველოს დედაქალაქში ჰაერის დაბინძურება მკვეთრად უარესდება. ამ ორი ქუჩის მხატვრისათვის მანქანებით ჩახერგილი ტროტუარები, გადავსებული ნაგვის ურნები, პანდუსების არარსებობა იმ ქალაქის დამატებითი კონტურებია, რომელიც საკუთარი მაცხოვრებლებისათვის არამეგობრული გახდა.
ცხოვრება მოუხერხებელ ქალაქში
ბედიანი, მთების სიმწვანეში ჩაფლული დაბა მომცრო სახლებითა და მყუდრო ეზოებით, ერთი შეხედვით, საქართველოს სხვა დასახლებებს წააგავს. ის არც მოსახლეობის სიმრავლით გამოირჩევა - თბილისიდან 90 კილომეტრით დაშორებულ ამ დაბაში, მდინარე ხრამის მახლობლად, სულ 200-მდე ადამიანი ცხოვრობს. თუმცა ბედიანი კიდევ 150-მდე ადამიანს მასპინძლობს, რომელთა ცხოვრებაც ერთი მასიური, საბჭოთადროინდელი შენობის კედლებს მიღმა მიედინება. ეს ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოა, საქართველოში სიდიდით მესამე.
ფსიქიატრიული საავადმყოფოს კედლებში
რუსუდანისა და ანასთვის სიკვდილი ყოველდღიური რეალობაა. 46 და 29 წლის მედდები უკურნებელ პაციენტებს სულიერი და ფიზიკური ტკივილის დაძლევაში ეხმარებიან. თბილისში, პატარა შენობაში განთავსებული, ფერიცვალების დედათა მონასტერთან არსებული პალიატიური ზრუნვის კლინიკა, 2003 წელს გაიხსნა, მაშინ როცა საქართველოში თითქმის არაფერი იცოდნენ პალიატიური მზრუნველობის შესახებ.
მშვიდი სიკვდილის უფლება
15 წლის ქეთი თედეევი, სოფელ ნიქოზში საოკუპაციო ხაზიდან ორასი მეტრის მოშორებით ცხოვრობს და ანიმატორობაზე ოცნებობს. თედეევების მრავალშვილიანი ოჯახი ნიქოზში 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დასახლდა, როდესაც საკუთარი სახლის დატოვება მოუწიათ სოფელ აჩაბეთში. აჩაბეთი ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და ცხინვალიდან 5 კილომეტრში მდებარეობს.
ანიმაციური სამყარო ნიქოზიდან
იმ დროისთვის, როდესაც მატარებელი სოფლის სადგურს მიადგება, კონსტანტინე ერგემლიძე უკვე გათანგულია - ყოველდღიური ექვს საათიანი მგზავრობა, ხშირად, მისი ერთადერთი გამოსავალია. 1950-ანი წლებიდან ელექტრომატარებელი, რომელიც სოფლის მაცხოვრებლებისთვის გადაადგილების ხელმისაწვდომი საშუალებაა, თბილისიდან ცხინვალის მიმართულებით მოძრაობდა. ცხინვალი ნიქოზიდან 3.3 კილომეტრით არის დაშორებული, მაგრამ 1992 წლის კონფლიქტის შემდეგ, ნიქოზის ადმინისტრაციული საზღვარი მატარებლის ბოლო გაჩერებაა. ოთხვაგონიანი ელექტრომატარებელი ზოზინით მიუყვება სარკინიგზო ერთლიანდაგიან მაგისტრალს. ნიქოზიდან თბილისამდე 114 კილომეტრია. ყოველ დღე 67 წლის კონსტანტინე ვაშლის გასაყიდად სხვა ფერმერებთან ერთად დედაქალაქში მიემგზავრება. მატარებელი გამთენიისას გადის და სოფელში მზის ჩასვლისას ბრუნდება. ვაშლები და ექსვ საათიანი გზა კონსტანტინეს ცხოვრების ძირითადი ნაწილია, ელექტრომატარებელი კი მისი მეორე სახლი.
ბოლო გაჩერება - ნიქოზი
მეუფე ისაიას ნიქოზის მონასტერში ვხვდები. ნიქოზი ცხინვალის მოსაზღვრე სოფელია. საეპისკოპოსო რეზიდენციიდან კარგად ჩანს ცხინვალის წითელსახურავიანი საცხოვრებელი კორპუსები. მეუფე ისაია ოკუპირებულ ახალგორში მდებარე მონასტერში, ლარგვისში ცხოვრობს და ბოლო პერიოდში ძნელად თუ მოახერხებდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.
მეუფე ისაია ომის ინტერიერში
ზვავსაშიშროების გამო, 2008 წელს, მალხაზ მგელაძე მაღალმთიანი აჭარიდან, კერძოდ კი ხულოს რაიონის სოფელ აგარადან ქვემო ქართლში გადასახლდა. მალხაზი 24 წლის იყო, როდესაც სოფელ თრიალეთში გადავიდა საცხოვრებლად. თრიალეთი, სადაც ამჟამად 500 ადამიანი ცხოვრობს მრავალეთნიკური სოფელია. აღსანიშნავია, რომ სოფელში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა უმცირესობას წარმოადგენს.
თრიალეთი - ერთი სოფელი, სამი სარწმუნოება
23 წლის მასწავლებელს, ირა ძირკვაძეს, რომელიც წალკის რაიონული ცენტრიდან ოცი კილომეტრით დაშორებულ სოფელ გუმბათში ცხოვრობს და ადგილობრივ სკოლაში ინგლისურს და ქართულს ასწავლის, მტკიცედ სჯერა რომ მას მართალია შეუძლია სხვაგან წასვლა, მაგრამ სხვა არ მოვა სოფელში მისი საქმის გასაკეთებლად.
გოგონა მზის ჩასვლის მხარიდან
მიშოს და დავითის მეგობრობა საერთო ბედმა განაპირობა. 25 წლის მიშო სულთანოვი და 24 წლის დავით პაპუნაშვილი, სანამ ბედიანის ბავშვთა ცენტრში მოხვდებოდნენ, ძეგვის ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობდნენ. ძეგვის ბავშვთა თავშესაფრის - დიდი, ინსტიტუციონალიზებული სისტემიდან წამოსვლის შემდეგ, ბედიანის ოჯახური ტიპის გარემო მათთვის ნამდვილ სახლად გადაიქცა
ერთ ბედსქვეშ, ბედიანში
ჩვენი ფილმის გმირი 46 წლის არის და ბედიანის საავადმყოფოს არაიზოლირებულ, დერეფნული სისტემის გრძელ ოთახს 40-მდე სხვა პაციენტთან იყოფს. თამბაქოს სუნით გაჟღენთილ ოთახში, შეყვითლებულ საქაღალდეში ის ჩინელი პოეტის დუ ფუს ლექსებსა და რამდენიმე ცარიელ ფურცელს ინახავს ხატვისთვის. მისი შიში სწორედ ხატვას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად კი, პორტრეტის შექმნას. სჯერა, რომ თუ ოდესმე საკუთარი პორტრეტის დახატვა შეძლო, ესე იგი, ყველაფერი კარგადაა. ამისთვის ის ემზადება. შტრიხების გამოყვანაში ვარჯიშობს და ძალიან ცდილობს ამ შიშზე გაიმარჯვოს.